Thumbnail
  • ნიკოლოზ ბასილაშვილი 5:7, 7:5, 6:7 ალექსანდერ ზვერევი
  • ბასილაშვილის 7-მატჩიანი მოგებათა სერია დასრულდა

საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (17) მონრეალის მასტერსის მერვედფინალში გერმანელი ალექსანდერ ზვერევის (7) წინააღმდეგ ითამაშა და სამ სეტში დამარცხდა - 5:7, 7:5, 6:7 (5:7). თამაში 2 საათსა და 47 წუთს გაგრძელდა.

პირველ სეტში, რომელიც ზუსტად 1 საათი გაგრძელდა, 1:1-ზე მე-13 ნომრად განთესილმა ქართველმა საკუთარი მოწოდება წააგო, მაგრამ იქვე დაიბრუნა ის მე-3 ნომრად განთესილი გერმანელის მოწოდებაზე. ჩოგბურთელები ასე მივიდნენ 4:4-მდე, სადაც ნიკამ ისევ წააგო საკუთარ მოწოდებაზე. მაგრამ სიტუაცია ისევ გამეორდა - ნიკამ იქვე დაიბრუნა საკუთარი მოწოდება, თუმცა... მაშინვე დაკარგა. საბოლოოდ - 5:7. 

მეორე სეტი ნიკამ ძალიან ენერგიულად დაიწყო - 2:0, მაგრამ მაშინვე დათმო საკუთარი მოწოდება. 4:4-ზე ქართველი კვლავ წაგების საფრთხის წინაშე იყო, მაგრამ 0:40-დან შემოაბრუნა გეიმი - 5:4. 6:5-ზე ბასილაშვილმა ძალიან კარგ ბრძოლაში შეძლო მეტოქის მოწოდების მოგება - 7:5. სეტი 47 წუთს გაგრძელდა.

მესამე სეტი ქართველისთვის ცუდად დაიწყო - საკუთარი მოწოდება წააგო. 3:4-მდე სტატუს ქვო შენარჩუნდა, თუმცა შემდეგ ნიკამ ზვერევის კიდევ ერთი გეიმი მოუგო - 4:4.

საქმე გადამწყვეტ ტაი ბრეიკამდე მივიდა, რომელიც ქართველმა 5:7 დათმო და მონრეალის მასტერსს დაემშვიდობა. 

კომენტარები

ბოლო ამბები