Thumbnail

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რიგით მე-5 მსოფლიოს თასისთვს ემზადება. ქართველებმა პირველად რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატზე 2003 წელს იასპარეზეს.

მსოფლიო რაგბის ოფიციალურმა გვერდმა ქართული რაგბის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღო, რომლის პრემიერაც საქართველოს რაგბის კავშირისა და მსოფლიო რაგბის გვერდზე შედგა.

ფილმის პირველ ნაწილში აღწერილია ქართული რაგბის პირველი ნაბიჯები, ასპარეზობა მსოფლიოს ჩემპიონატზე. ასევე ფილმში ახსენეს საქართველოში მიმდინარე ისტორიული მოვლენები, რაც 90-იან წლებში რაგბის განვითარებას თან სდევდა.

მსოფლიოს რაგბის წარმომადგენლებმა ფილმში განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს ქართულ ტრადიციულ თამაშს - ლელობურთს. ისინი შუხუთში ჩავიდნენ და ეს ისტორიული თამაში გადაიღეს, რითიც ქართული კულტურა მსოფლიოს კიდევ ერთხელ გააცნეს.

ფილმში ქართული რაგბისთვის მნიშვნელოვანი პიროვნებების კომენტარებია ჩართული: მამუკა გორგოძე, გოჩა სვანიძე, კლოდ სორელი, გიორგი გეგენავა და მილტონ ჰეიგი.

Georgia: Rugby's Next Superpower Episode One

From obscurity to prominence in just over a decade, the rise of Georgian Rugby has been meteoric and unexpected 🇬🇪 Our latest World Rugby Film explores this remarkable story. This is Georgia: Rugby's Next Superpower | Episode One 🎥

Posted by World Rugby on ორშაბათი, 12 აგვისტო, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები