Thumbnail

'იცით, რა განსხვავებაა ჩემსა და მესის შორის?' - რონალდომ ლეოზე ილაპარაკა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • კრიშტიანო რონალდომ ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა
  • რით განსხვავდება პორტუგალიელი არგენტინელისგან

იუვენტუსის სუპერვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდომ DAZN-თან დოკუმენტური ფილმისთვის ლიონელ მესიზე ისაუბრა.

კითხვაზე, რა განსხვავებაა მასსა და არგენტინელს შორის, პორტუგალიელმა ასე უპასუხა: “მესისა და ჩემს შორის ის განსხვავებაა, რომ მე სხვადასხვა კლუბებში ვითამაშე და ჩემპიონთა ლიგა სხვადასხვა კლუბებთან ერთად მოვიგე. ზედიზედ 6 სეზონი ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი ვიყავი. რამდენ ფეხბურთელს აქვს ჩემპიონთა ლიგა 5-ჯერ მოგებული? ბევრს არა! სწორედ ამიტომ ვაიგივებ საკუთარ თავს ამ ტურნირთან.”

რონალდომ ჩემპიონთა ლიგა რეალსა და მანჩესტერ იუნაიტედში მოიგო, მესიმ - ბარსელონაში

რონალდომ მესი შეაქო: “ლიონელ მესი შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელიც ფეხბურთის მოყვარულებს მხოლოდ ოქროს ბურთების გამო კი არა, არამედ იმიტომ დაამახსოვრდებათ, რომ, როგორც მე, წლიდან წლამდე პროგრესირებდა.”

📌 შეგახსენებთ, რომ 34 წლის რონალდომ ჩემპიონთა ლიგა მანჩესტერ იუნაიტედთან ერთად 2008 წელს მოიგო, მერე კი, რეალთან ერთად 4-ჯერ, 2016-დან 2018 წლის ჩათვლით კი ზედიზედ სამჯერ. კრიშტიანოს 5 ოქროს ბურთი აქვს.

📌 32 წლის მესიმ მთელი კარიერა ბარსელონაში გაატარა და ასევე 5 ოქროს ბურთი აქვს, ჩემპიონთა ლიგა კი 4-ჯერ მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები