Thumbnail
  • დიეგო სიმეონეს გუნდი 28 წლის ფორვარდით როდრიგო მორენოთი ძლიერდება
  • მადრიდული კლუბი ვალენსიას ფეხბურთელში 55 მილიონ ევროს გადაუხდის

ვალენსიის თავდამსხმელი როდრიგო მორენო მადრიდის ატლეტიკოში 55 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავა.

ესპანური მედიის ცნობით, კლუბებმა ბრაზილიაში დაბადებული ესპანელი ფეხბურთელის ტრანსფერზე უკვე მოილაპარაკეს, თავად ფორვარდმა კი მადრიდულ კლუბში სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს.

იუწყებიან, რომ სატრანსფერო თანხა, ბონუსების ხარჯზე, შესაძლოა კიდევ 5 მილიონი ევროთი გაიზარდოს.

თავის დროზე როდრიგოს საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებთან თბილისში ჰეთ თრიქიც აქვს შესრულებული

28 წლის ფეხბურთელი მადრიდის რეალის ასაკობრივ გუნდებში გამოდიოდა, ვალენსიაში კი 2015 წლის ზაფხულში, ბენფიკადან გადავიდა. მაშინ ტრანსფერის ფასმა 30 მილიონი ევრო შეადგინა. 

ფორვარდმა, რომელსაც ვალენსიასთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, გასულ სეზონში პრიმერას 33 მატჩში ითამაშა, გაიტანა 8 გოლი და მითვალა 6 საგოლე პასი. მანამდე იუწყებოდნენ, რომ როდრიგოთი ასევე ინტერესდებოდნენ ბარსელონა და ნაპოლი.

კომენტარები

ბოლო ამბები