Thumbnail

უეფამ არ გვაპატია - დინამო თბილისი ფეიენოორდს ცარიელი ტრიბუნებით უმასპინძლებს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • დინამო-ფეიენოორდი ცარიელი ტრიბუნების ფონზე ჩაივლის
  • უეფამ თბილისური კლუბის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა 

საბოლოოდ გადაწყდა, რომ დინამო თბილისი როტერდამის ფეიენოორდს გულშამეტკივრების გარეშე უმასპინძლებს. უეფას ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრა, რომელიც "დინამო არენაზე" 15 აგვისტოს ჩატარდება, უეფას სანქციების გამო, ცარიელი ტრიბუნების ფონზე ჩატარდება.

"სამწუხაროდ უეფამ გადაწყვეტილების შეჩერების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და როტერდამის ფეიენორდთან მოახლოებული მატჩი დინამო არენაზე გულშემატკივრის გარეშე ჩაივლის", - ნათქვამია დინამო თბილისის ფეისბუქის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

📣 სამწუხაროდ უეფამ გადაწყვეტილების შეჩერების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და როტერდამის ფეიენორდთან მოახლოებული მატჩი დინამო არენაზე გულშემატკივრის გარეშე ჩაივლის.

Posted by FC Dinamo Tbilisi on სამშაბათი, 13 აგვისტო, 2019

შეგახსენებთ, რომ უეფას სადისციპლინო კომიტეტისგან თბილისური კლუბის დასჯის მიზეზი გაბალასთან მატჩის დროს, დინამოს ფანების მიერ გამოფენილი ბანერი გახდა. უეფაში მიიჩნიეს, რომ ბანერზე გამოსახული "88" ნაცისტური შინაარსის მატარებელი სიმბოლო იყო. დინამოს ქომაგების განმარტებით კი, 1988 წელს კლუბის ფანკლუბის პირველი ორგანიზებული გასვლა შედგა და ბანერზე გამოსახული რიცხვიც სწორედ ამას აღნიშნავდა. 

მეტი ამ თემაზე: დინამოს ამის გამო სჯიან! ეს ბანერი ადრეც იყო და უეფას არ გაუპროტესტებია

საბოლოოდ, ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ქართული მხარის არგუმენტი არ მიიღო და გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

როდერდამში ერთი კვირის წინ გამართულ მატჩში ფეიენოორდმა დინამო თბილისს 4 უპასუხო გოლი გაუტანა. საპასუხო დაპირისპირება "დინამო არენაზე" 15 აგვისტოს, 20:30 სთ-ზე დაიწყება. 

კომენტარები

ბოლო ამბები