Thumbnail
  • ინგლისი 5:3 კოსოვო
  • ინგლისმა ბოლოს 3 გოლი სახლში 2012 წელს გაუშვა

ინგლისის ნაკრებმა ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის მეხუთე ტურის მატჩი კოსოვოს წინააღმდეგ საუთჰემპტონში ჩაატარა და შეხვედრა - 5:3 მოიგო.

მატჩში ანგარიში 34 წამზე ვალონ ბერიშამ გახსნა, ინგლისელებიდან კი თავი ჰარი კეინმა, ჯეიდონ სანჩომ და რაჰიმ სტერლინგმა გამოიჩინეს.

სტერლინგმა ჯერ ბერიშას გოლის ეპიზოდში დამნაშავე მაიკლ კინის პასით გაათანაბრა, ხოლო შემდეგ ჯერ ჰარი კეინის მერე კი ჯეიდონ სანჩოს (ორჯერ) გაატანინა.

იმის მიუხედავად, რომ საუთგეიტის ნაკრებს ჯგუფში ოთხივე გუნდთან შედარებით 1 მატჩით ნაკლები აქვს, ზედიზედ 4 მოგებით ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობენ და მეორე ადგილოსან ჩეხეთს 3 ქულით უსწრებენ.

ინგლისი 5:3 კოსოვო • 8 გოლი ბრიტანეთში 🔥🔥🔥

Posted by Silk Sport on სამშაბათი, 10 სექტემბერი, 2019

საინტერესო ფაქტები

⚽ ინგლისმა ბოლოს სახლში 3 გოლი 2012 წელს გაუშვა, როდესაც სტიუარტ პირსის გუნდმა ჰოლანდიასთან 3:2 წააგო.

⚽ ვალონ ბერიშას 34 წამზე გატანილი გოლი, ინგლისის მატჩი პირველ წუთზე გატანილი პირველი გოლია 2003 წლის შემდეგ, როდესაც გარეტ საუთგეიტმა სამხრეთ აფრიკას გაუტანა.

⚽ რაჰიმ სტერლინგს ნაკრებში ბოლო 8 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი, აქედან 5 სახლის მატჩებში.

კომენტარები

ბოლო ამბები