Thumbnail
  • ტენერიფემ ფუენლაბრადას ორივე მატჩი ერთნაირი ანგარიშით მოუგო
  • ბექა ბურჯანაძის სამქულიანები ესტუდიანტესთან

გიორგი შერმადინის იბეროსტარ ტენერიფემ სამდღიან პერიოდში მეორე თასი მოიპოვა და საინტერესოა, რომ ფუენლაბრადას ორივე შემთხვევაში ერთნაირი ანგარიშით – 103:75 სძლია.

გიორგი შერმადინის ტენერიფემ ისოლას თასიც დაისაკუთრა

შეგახსენებთ, რომ ტენერიფელებმა მეტოქეს თავდაპირველად კოსტა ადეხეს თასზე მოუგეს, ამჯერად კი, ისოლას თასის გადამწყვეტ მატჩში დაამარცხეს.

ქართველი კალათბურთელი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 19:25 წუთში 12 ქულა, 8 მოხსნა (4 შეტევაში), 2 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. 

შერმადინმა 9-დან 6 ორქულიანი გამოიყენა, 6 შეცდომა დაუშვა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ამდენჯერვე დაჯარიმდნენ.

იბეროსტარ ტენერიფე ესპანეთის ჩემპიონატის დაწყებამდე კიდევ ორ მატჩს ჩაატარებს: 19 სექტემბერს – თორნიკე შენგელიას ბასკონიასთან და 21-ში – მანრესასთან.

ხეტაფეს ტურნირი მარცხით დაასრულა ბექა ბურჯანაძის გრან კანარიამ. კუნძულელებმა ესტუდიანტესს მატჩის პირველი ტაიმში 13 ქულით სძლიეს, თუმცა, უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და 74:77 დამარცხდნენ.

ქართველი ფორვარდი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 19:32 წუთში 9 ქულა და 4 მოხსნა (2 შეტევაში) მოაგროვა. ბექამ 5-დან 3 სამქულიანი გამოიყენა, ბურთი ერთხელ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.

18 სექტემბერს გრან კანარია ხსენებულ ფუენლაბრადას გაეჯიბრება, ხოლო 20-ში – შერმადინის ყოფილ კლუბ უნიკახას.

კომენტარები

ბოლო ამბები