Thumbnail

RWC 2019 | ბორჯღალოსნებს ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი ელით

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველმა მორაგბეებმა ტოკუშიმაში ბოლო წვრთნა გამართეს
  • ნაგოიაში გამგზავრებამდე, 'ბორჯღალოსნებმა' იაპონელი ბავშვებიც ავარჯიშეს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც მოახლოებული მსოფლიო თასისთვის ემზადება, იაპონიის ქალაქ ტოკუშიმაში ბოლო ვარჯიში ჩაატარა.

"ბორჯღალოსნების" დასკვნით წვრთნას სახალისო დასასრული ჰქონდა, რადგანაც ეროვნული ნაკრების მწვრთნელებმა მინდორზე ადგილობრივ ბავშვებს უხმეს და ისინიც ავარჯიშეს.

ბორჯღალოსნებმა ბოლო ვარჯიში გამართეს ტოკუშიმაში, რომლის შემდეგ სამწვრთნელო შტაბმა ადგილობრივი ბავშვები ავარჯიშა 徳島ありがとう、さようなら 🇯🇵🇬🇪 #რაგბიჩვენითამაშია #GEO #LelosinJapan 🏉 #Tokushima #ThankyouTokushima

Posted by Georgian Rugby on ორშაბათი, 16 სექტემბერი, 2019

ახლა, ქართველი მორაგბეები გეზს აიჩის პრეფექტურისკენ აიღებენ და ქალაქ ნაგოიაში დაბანაკდებიან, სადაც 18 სექტემბერს ჩვენი დელეგაციის ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი შედგება.

შეგახსენებთ, რომ ეს ტრადიციული პროცედურაა, რომელსაც მსოფლიო თასის მასპინძელი ქვეყნები ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ.

შესაბამისი ცერემონიალი უკვე მოუწყვეს ფიჯის, ირლანდიას, არგენტინას, იაპონიას, ახალ ზელანდიას, სამხრეთ აფრიკას, ნამიბიას, რუსეთს, საფრანგეთს, შოტლანდიას და იტალიას, რიგში კი სამოა, ინგლისი, უელსი, კანადა, აშშ, ავსტრალია, საქართველო, ტონგა და ურუგვაი დგანან.

ბორჯღალოსნების ბოლო ვარჯიში ტოკუშიმაში ნაგიოაში გამგზავრებამდე 🏉 徳島ありがとう、さようなら 🇯🇵🇬🇪 #რაგბიჩვენითამაშია #GEO #ThankyouTokushima #LelosinJapan 🏉

Posted by Georgian Rugby on ორშაბათი, 16 სექტემბერი, 2019

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის მსოფლიო თასი სტარტს 20 სექტემბერს ტოკიოში მასპინძელი იაპონიის და რუსეთის მატჩით აიღებს, საქართველოს ნაკრები კი პირველ შეხვედრას 23-ში უელსთან ქალაქ ტოიოტაში ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები