Thumbnail
  • იუვენტუსმა ინტერს დიდი იტალიური დერბი მოუგო
  • ანტონიო კონტეს გუნდისთვის ეს პირველი მარცხია
  • ტურინული გრანდი სერია A-ში გალიდერდა

თამაშმა, რომელსაც მთელი საფეხბურთო იტალია (და არა მარტო) მოუთმენლად ელოდა, იმედები გაამართლა! დაძაბულ დერბიში იუვენტუსმა ინტერს მისსავე ‘ჯუზეპე მეაცაზე’ სეზონში პირველი მარცხი აგემა და პირველი ადგილი დააკარგვინა. შედეგად, ტურინული გრანდი სერია A-ს ამ სეზონში პირველად გალიდერდა!

OOPS!...we did it again! 🤷‍♀ #InterJuve

Posted by Juventus on კვირა, 06 ოქტომბერი, 2019

ტურინელები მატჩის დასაწყისში, მე-4 წუთზე დაწინაურდა: მირალემ პიანიჩის მოულოდნელი პასის შემდეგ პაულო დიბალა დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა და ჰანდანოვიჩს დაახლოებით 14 მეტრიდან გაუტანა.

თუმცა, ინტერმა მალევე შეძლო ანგარიშის გათანაბრება: მატეის დე ლიხტისა და ლაუტარო მარტინესის ორთაბრძოლისას, იუვეს მცველს ბურთი ხელზე მოხვდა, რის გამოც მსაჯმა პენალტი დანიშნა. თერთმეტმეტრიანი ინტერის არგენტინელმა ათიანმა შეასრულა და ვოიცეხ შჩესნის მარცხენა დაბალ კუთხეში გაუტანა. ტურინელთა მეკარემ კუთხე გამოიცნო, მაგრამ ბურთს ვეღარ შესწვდა.

იუვენტუსი მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა უპირატესობას და დიდ იტალიურ დერბიში გამარჯვებას ინტერზე მეტად იმსახურებდა. ასეც მოხდა: გამარჯვების გოლი მატჩის მე-80 წუთზე გონსალო იგუაინმა გაიტანა, რომელიც თამაშში შეცვლაზე ჩაერთო. არგენტინელმა ფორვარდმა რონალდო-ბენტანკურის კომბინაცია 8-მეტრიდან დააგვირგვინა.

დარჩენილ დროში ანტონიო კონტეს გუნდმა მოინდომა, მაგრამ გათანაბრება ვერ შეძლო. ამრიგად, ინტერმა სერია A-ს მიმდინარე სეზონში პირველად დაკარგა ქულები და იტალიის ჩემპიონატში ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდი ახლა იუვენტუსია, რომელიც ამ მოგებით პირველ ადგილზე გადავიდა. მომდევნო ტურში, იუვე 19 ოქტომბერს ბოლონიას უმასპინძლებს, ინტერი კი - სასუოლოს ესტუმრება.

ინტერი 1:2 იუვენტუსი

გოლები: 0:1 დიბალა (4), 1:1 ლაუტარო მარტინესი (18-პენ), 1:2 იგუაინი (80)

ინტერი (3-5-2): ჰანდანოვიჩი - გოდინი (54. ბასტონი), დე ვრეი, შკრინიარი - დ’ამბროზიო, ბარელა, ბროზოვიჩი, სენსი (34. ვესინო), ასამოა - ლუკაკუ, ლაუტარო მარტინესი (78. პოლიტანო).

იუვენტუსი (4-3-1-2): შჩესნი - კუადრადო, ბონუჩი, დე ლიხტი, ალექს სანდრო - ხედირა (61. ბენტანკური), პიანიჩი, მატუიდი - ბერნარდესკი (61. იგუაინი) - რონალდო, დიბალა (71. ემრე ჯანი).

კომენტარები

ბოლო ამბები