Thumbnail
  • ოლივიე ჟირუ სათამაშო დროის სიმცირეს განიცდის
  • ფრანგით ვანკუვერი ინტერესდება

ოლივიე ჟირუს ლონდონის ჩელსიში იშვიათად ათამაშებენ, რის გამოც ფრანგი ცენტრფორვარდი უკმაყოფილოა. მან ‘არისტოკრატებთან’ ახალი კონტრაქტი ევროპალიგის ფინალამდე 1 კვირით ადრე იმ იმედით გააფორმა, რომ უფრო მეტ სათამაშო დროს მიიღებდა. ლონდონურ კლუბში ფრენკ ლამპარდის მისვლის შემდეგ, გუნდის მთავარი ფორვარდი ტამი აბრაჰამია, რომელიც მშვენივრად გამოიყურება. 22 წლის ფეხბურთელმა პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 8 მატჩში 8 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავას სერხიო აგუეროსთან ერთად ლიდერობს.

Sportsnet650-ის ინფორმაციით, 33 წლის ფრანგი დაინტერესებულია MLS-ში თამაშით. მსოფლიო ჩემპიონი ვანკუვერს სურს. გავრცელებული ინფორმაციით, კანადურმა გუნდმა უკვე დაიწყო მოლაპარაკებები, თუმცა თავად ფეხბურთელს ოჯახთან ერთად საცხოვრებლად კანადაში გადასვლა არ უნდა. ჟირუს კარიერის გაგრძელება ლოს ანჯელეს გელექსიში, ან ნიუ იორკში სურს, ასევე განიხილება ვაშინგტონის, მაიამისა და ჩიკაგოს ვარიანტებიც.  

“MLS ჩემი ოჯახისთვის? ჩემი შვილებისთვის, რომლებიც ინგლისურად საუბრობენ? ეს საინტერესოა. ერთ წელიწადში თუ ორში? არ ვიცი როდის, მაგრამ მე, რა თქმა უნდა, მზად ვარ საბოლოო გამოწვევისთვის” - განაცხადა ჟირუმ RMC sport-თან საუბრისას.

ვანკუვერმა სეზონი ცუდად ჩაატარა. გუნდი დასავლეთ კონფერენციის ბოლო მე-12 ადგილზე გავიდა. კანადურმა გუნდმა 34 შეხვედრაში მხოლოდ 34 ქულის მოპოვება შეძლო.

კომენტარები

ბოლო ამბები