Thumbnail

გერმანული ფეხბურთის ლეგენდა თომას ჰესლერი ისტორიულ ფორმას ყიდის!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი საკუთარ მაისურას ყიდის
  • ეს ის ფორმაა, რომლითაც ‘იკემ’ მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა

მსოფლიოსა და ევროპის ყოფილი ჩემპიონი, ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი თომას ჰესლერი საკუთარ ისტორიულ მაისურას ყიდის. ეს გერმანიის ნაკრების ის ფორმაა, რომლითაც დღეს უკვე 53 წლის ჰესლერმა 1990 წელს მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა.

თომას ჰესლერი გერმანიის ნაკრების ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ათიანია

სწორედ ეს მაისურა ეცვა ჰესლერს იტალიაში გამართული მუნდიალის ფინალში, რომელშიც ფრანც ბეკენბაუერის მიერ გაწვრთნილმა ბუნდესგუნდმა არგენტინის ნაკრები ანდრეას ბრემეს გოლით (პენალტი) 1:0 დაამარცხა.

ისტორიული მაისურის გაყიდვა ‘იკემ’ საქველმოქმედო მიზნით გადაწყვიტა - აღებულ თანხას ის ორგანიზაცია ‘ბავშვების ღიმილს’ გადაურიცხავს, რომელიც რთულ მდგომარეობაში მყოფ ბავშვებსა და მათ ოჯახებს ეხმარება.

ჰესლერის ფორმა იყიდება ვებგვერდზე www.unitedcharity.de. აუქციონი 21 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ამ დროისთვის (9 ოქტომბრის 18:00), მაქსიმალური შეთავაზება 4 600 ევროა.

კომენტარები

ბოლო ამბები