Thumbnail

100 წელი კლუბის დაარსებიდან - იაგელონიას ფანების საოცარი პერფორმანსი

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • იაგელონია ბელოსტოკი 1920 წელს დაარსდა
  • გულშემატკივრებმა აღნიშნული თარიღი ქალაქი ქუჩებში აღნიშნეს 

პოლონური კლუბი იაგელონია ბელოსტოკი 1920 წელს დაარსდა. კლუბის გულშემატკივრებმა გუნდის დაარსებიდან 100 წლისთავი ქალაქის ქუჩებში აღნიშნეს და ეფექტური სანახაობა მოაწყვეს. პოლონური კლუბი მიმდინარე სეზონში 20 ტურის შემდეგ, 29 ქულით, მე-9 ადგილზეა.

კლუბს საუკეთესო სეზონები 2016/17 და 2017/18 წლებში ჰქონდა. ორივე შემთხვევაში იაგელონია ბელესტოკი მე-2 ადგილზე გავიდა. პირველად ჩემპიონობისთვის 2 ქულა დააკლდათ, მეორე შემთხვევაში კი 3 ქულა.

კლუბის ერთ-ერთი გახამაურებული საქმე 2009 წლის კორუფციის სკანდალია. მაშინ პოლონურ გუნდს 10 ქულა დააკლეს და მეორე ლიგაში გავარდნას ძლივს გადაურჩა.

გულშემატკივრებმა პირო-ტექნიკის საშუალებით კლუბის დაარსების წელი (1920) გამოსახეს.    

კომენტარები

ბოლო ამბები