Thumbnail

ტოჩინოშინმა ენჰო შეარცხვინა - ჰაერში აფართხალებული იაპონელი

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ლევან გორგაძემ ჰაცუ ბაშოზე შთამბეჭდავი გამარჯვება იზეიმა
  • ტოჩინოშინი ტოკიოში ისევ თანაბარ ბალანსზე გავიდა

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ იგივე ტოჩინოშინმა ტოკიოში მიმდინარე წლის პირველ სუპერტურნირზე მე-2 გამარჯვება იზეიმა და თანაც, ეს საოცარ სტილში მოახერხა.

📺 ტოჩინოშინი - ენჰო

ტოჩინოშინმა, რომელიც ჰაცუ ბაშოს დასავლეთის მე-6 მაეგაშირას წოდებით შეხვდა, წარმატებას დასავლეთის მე-5 მაეგაშირა ენჰოსთან მიაღწია.

ქართველმა სუმოისტმა 99-კილოგრამიანი იაპონელი ჰაერში ააფართხალა, დოჰიოს მიღმა ცურიდაშით გადადგა და საერთო ჯამში, ისეთი მარცხი აგემა, რომელიც ენჰოს ცხოვრებაში არ დაავიწყდება.

ამგვარად, ლევანი ისევ თანაბარ ბალანსზე (2 მოგება, 2 მარცხი) გავიდა, შეჯიბრის მე-5 დღეს კი, ძალებს აღმოსავლეთის მე-5 მაეგაშირა მეისეისთან მოსინჯავს, რომელთან ურთიერთშეხვედრებშიც 0:2-ს აგებს.

ამასობაში, წლის პირველ სუპერტუნირს ერთადერთი იოკოძუნა კაკურიუ შემორჩა. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც 34 წლის დიდმა ჩემპიონმა ჰაკუჰომ ტრავმა გაიმიზეზა და შეჯიბრის შეწყვეტა არჩია. შედეგად, მე-2 მაეგაშირა ჰოკუტოფუჯის გამარჯვება უბრძოლველად ერგო.

სამწუხაროდ, ჰაცუ ბაშოზე წარუმატებლად ასპარეზობს გაგამარუს შიკონათი ცნობილი თეიმურაზ ჯუღელი, რომელიც უკვე რანგით მე-3 ლიგაში (მაკუშიტა) გახლავთ დაქვეითებული.

დღეს, ქართველმა გოლიათმა მე-2 მარცხი განიცადა. აღმოსავლეთის მე-9 განთესვის მქონე გაგამარუმ დასავლეთის მე-7 რეიტინგოსან ფუჯიაზუმასთან იორიკირით წააგო. 

კომენტარები

ბოლო ამბები