Thumbnail

‘პაპუნაშვილი ჩინებულ ფორმაშია’ – რასინგში ქართველის დებიუტს ელიან

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • გიორგი პაპუნაშვილმა რასინგის რიგებში პირველი ვარჯიში ჩაატარა
  • ქართველი ლეგიონერის დებიუტი, შესაძლოა, დეპორტივოსთან შედგეს

24 წლის ქართველი ფეხბურთელი გიორგი პაპუნაშვილი, რომელიც სარაგოსადან იჯარის წესით ესპანურსავე რასინგს შეუერთდა, სანტანდერში ჩავიდა და ახალ გუნდთან ერთად პირველი ვარჯიში ჩაატარა.

შეგახსენებთ, რომ პაპუნაშვილი რასინგში 30 ივნისამდე ითამაშებს და ეცდება, კანტაბრიელებს ლა ლიგა 2-ში ადგილის შენარჩუნებაში დაეხმაროს. 22 ტურის თავზე, სანტანდერელებს მხოლოდ 19 ქულა აქვთ და ბოლოსწინა 21-ე ადგილზე იმყოფებიან, სეგუნდა B-ში კი ერთბაშად 4 გუნდი ვარდება.

ქართველმა ნახევარმცველმა ვარჯიშამდე სამედიცინო შემოწმება გაიარა, რომელმაც აჩვენა, რომ ის ჩინებულ ფიზიკურ კონდიციებში იმყოფება. ამ ინფორმაციას MARCA ავრცელებს.

სწორედ ამიტომ, ესპანური პრესა ვარუდობს, რომ რასინგის მთავარი მწვრთნელი კრისტობალ პარალო აგუილერა პაპუნაშვილს თავის გამოჩენის შანსი მომდევნო მატჩშივე მისცემს.

სანტანდერელებს ლა ლიგა 2-ს 23-ე ტურის შეხვედრა 16 იანვარს ელით, როდესაც 22:00 საათიდან ლა კორუნიის დეპორტივოს ეთამაშებიან. ერთ დროს სახელოვანი გალისიური კლუბი 18 ქულით უკანასკნელ პოზიციაზეა და უდავოა, რომ რასინგს დიდ ბრძოლას გაუმართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები