Thumbnail

‘სათამაშოდ მზად ვარ’ – მაუ ავსტრალიის ღია პირველობას ნიღბით ხვდება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • მელბურნში აუტანელი სათამაშო პირობებია შექმნილი
  • ნიკოლა მაუს ორიგინალური პოსტი სოციალურ ქსელში

ფრანგი ჩოგბურთელი ნიკოლა მაუ ავსტრალიის ღია პირველობაზე შექმნილ პრობლემას ორიგინალურად გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, რომ “მწვანე კონტინენტზე” მძვინვარე ხანძრის გამო, მელბურნში ჰაერი ძლიერადაა დაბინძურებული.

ამის გამო, მთელ რიგ ჩოგბურთელებს სუნთქვასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნათ, არაერთი მატჩი გადაიდო და საერთო ჯამში, ტურნირის ორგანიზატორები დიდი პრობლემების წინაშე დგანან.

არსებულ რთულ ვითარებაზე მაუმაც მიანიშნა, როდესაც სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის სამედიცინო ნიღაბში ჩოგანმომარჯვებული ზის. მინაწერიც შესაბამისია – “ავსტრალიის ღია პირველობის პირველი წრისთვის მზად ვარ”.

საინტერესოა, რომ ფრანგ ჩოგბურთელს პირველი მატჩი დღეს ელოდა, თუმცა, ბედის ირონიით, მისი თამაში სწორედ არსებული შეზღუდვების გამო გადაიდო.

განახლებული განრიგის თანახმად, ნიკოლა ესპანელ მარიო ვილელა მარტინესთან სათამაშოდ კორტზე ხვალ დილით გავა.

კომენტარები

ბოლო ამბები