Thumbnail

შენგელიას ნიგერიელ ლეგიონერში ცვლიან? კონიასპორი ბაზარზე გააქტიურდა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • კონიასპორმა ახლახან ბრაზილიელი შემტევი დაიმატა
  • ტრეიდი კონიასა და რიზეს შორის?

თურქული Yeni Akit Gazetesi-ის ინფორმაციით, შესაძლოა, ლევან შენგელიამ იანვრის სატრანსფერო პერიოდში დატოვოს კონიასპორის რიგები. გაზეთის მიხედვით, კონიას მარცხენა გარემარბის პრობლემის აღმოფხვა ლუდოგორეცის კონგოელი ჯოდი ლუკოკის ყიდვით სურდა, თუმცა, ეს ტრანსფერი, როგორც ჩანს, არ გამოდის.

კონია ახალი ინიციატივით გამოდის - რიზესპორისგან 24 წლის ამინუ უმარს ეპატიჟება, სანაცვლოდ კი ლაზურ კლუბს ლევან შენგელიას სთავაზობს. 

სხვათა შორის, კონიამ ახლახან ბრაზილიელი შემტევი როჟერიო ტურამი შეიძინა, რომელმაც საბერძნეთის სუპერ ლიგაში 6 გოლი გაიტანა. 

24 წლის ლევან შენგელია დინამო თბილისიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა კონიასპორში, სადაც მის ანგარიშზე 9 მატჩი და 1 ავტოგოლია. 

თურქულ სუპერ ლიგში კონიასპორი 15 ქულით მე-15 ადგილზეა და გასავარდნ ზონას მხოლოდ ქულით უსწრებს. რიზესპორი 20 ქულით მე-12 პოზიციაზეა. 

კომენტარები

ბოლო ამბები