Thumbnail
  • ესპანური მედიის ინფორმაციით, როდრიგო მორენო ბარსელონაში არ გადავა
  • კლუბის პრეზიდენტ ბარტომეუს ახალი სამიზნე ამსტერდამის აიაქსის შემტევია

ესპანური პრესის ინფორმაციით, ბარსელონასა და ვალენსიას შორის მოლაპარაკება ჩაიშალა და კატალონიური გუნდი ''ღამურების'' შემტევს, როდრიგო მორენოს ვეღარ დაიმატებს.

კატალონიელები ესპანეთის ნაკრების შემტევს ტრავმირებული ლუის სუარესის შემცვლელად განიხილავდნენ, თუმცა ვალენსიასთან მოლაპარაკება წარმატებით არ დასრულდა. ბარსელონას ახალი სამიზნე ამსტერდამის აიაქსის შემტევი - დუშან ტადიჩია.

ტადიჩი ამსტერდამული კლუბის წამყვანი მოთამაშეა. მან შარშანდელ სეზონში ერედივიზიეში 28 გოლი გაიტანა. ბარსელონა აიაქსს უკვე დაუკავშირდა და მოლაპარაკებებიც დაიწყო, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ დუშანს 2019 წლის ივლისში აიაქსმა 7-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

დუშან ტადიჩის გოლი მადრიდის რეალის კარში

დუშან ტადიჩის გოლი მადრიდის რეალის კარში

Posted by Silk Sport on სამშაბათი, 05 მარტი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები