Thumbnail

4 ოვერტაიმი, 329 ქულა - ატლანტა-ჩიკაგოს მატჩი NBA-ს ისტორიაში შევიდა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ატლანტა-ჩიკაგო 168:161 (26:33, 31:27, 38:24, 29:40, 16:16, 7:7, 8:8, 13:6).
  • "სტეიტ ფარმ არენაზე" ნაჩვენები შედეგიანობა NBA-ს ისტორიაში მესამეა
  • მასპინძელთა მცველმა ტრეი იანგმა 47 ქულა და 16 პასი მიითვალა 

NBA-ს რეგულარ ჩემპიონატში მორიგი სათამაშო დღის მარჩები გაიმართა. ფანტასტიკური გამოვიდა ატლანტა ჰოუქსისა და ჩიკაგო ბულსის დაპირისპირება, რომელშიც გამარჯვებული მხოლოდ მეოთხე ოვერტაიმში გამოვლინდა. ატლანტაში,

"სტეიტ ფარმ არენაზე" გამართული შეხვედრა, რომელშიც ორივე გუნდმა ჯამში 329 ქულა ჩააგდო, ლიგის ისტორიაში შევიდა - შედეგიანობის მხრივ ის მესამეა. 

ყველაზე შედეგიანი მატჩები NBA-ს ისტორიაში

🏀 370 ქულა - დენვერი 184:186 (3 OT) დეტროიტი. 📅 1983 წლის დეკემბერი.

🏀 337 ქულა - სან ანტონიო  171:166 (3 OT). 📅 1982 წლის მარტი.

🏀 329 ქულა - ატლანტა 161:168 ჩიკაგო (4 OT). 📅 2019 წლის მარტი. 

ტრეი იანგმა კარიერის საუკეთესო შედეგი აჩვენა, მაგრამ ამით  ჰოუქსს ვერ უშველა

შეხვედრის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ჯორჯიელთა ახალწვეული მცველი ტრეი იანგი გახდა, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა - 49 ქულა, 16 პასი, 8 მოხსნა. ასევე ორმაგი დუბლით გამოირჩნენ ალეკსეი ლენი (24 ქულა, 10 მოხსნა) და დუეინ დედმონი (14 ქულა, 12 მოხსნა).

ბულსის რიგებში 47 ქულა, 9-9 მოხსნა და პასი მიითვალა ზაკ ლავინმა, ორმაგი დუბლი კი ოტო პორტერმა (31 ქულა, 10 მოხსნა), ლაური მარკანენმა (31 ქულა, 17 მოხსნა) და რობინ ლოპესმა (11 ქულა, 11 მოხსნა) გაიფორმეს. 

ჩიკაგო (18 მოგება, 45 მარცხი), რომელმაც ბოლო 6 შეხვედრაში მეხუთე გამარჯვება იზეიმა, აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილს იკავებს, ატლანტა კი 21 მოგებითა და 42 მარცხით მე-12 პოზიციაზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები