Thumbnail
  • 📅 7 მარტი | ⌚ 00:00 | ⚽ პორტუ V რომა | 📺 SILK SPORT HD1
  • რომში 1:2 წაგებული მატჩის შემდეგ, პორტუს რომასთან გატანა სჭირდება
  • პორტუგალიურ კლუბს ლიგის პლეი ოფში ზედიზედ 6 მატჩია, არ მოუგია
  • დი ფრანჩესკოს გუნდი ჩემპიონთა ლიგის შარშანდელი ნახევარფინალისტია 

პორტუ-რომას მერვედფინალური წყვილი ჩემპიონთა ლიგის ამ სეზონში უსუსტესად მოჩანდა, მაგრამ პირველმა დაპირისპირებამ გამოაჩინა, რომ გუნდები ამ სტადიაზე შემთხვევით არ მოხვედნენ. იტალიის დედაქალაქში გამართული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდმა, მიუხედავად იმისა, რომ ანგარიში მხოლოდ 70-ე წუთზე გახსნა, მოგება დაიმსახურა, მაგრამ ერთბურთიანი უპირატესობა და თან, საკუთარ მოედანზე მიღებული ბურთი, საპასუხო მატჩში მოდუნების უფლებას არ უტოვებს.  

პორტუ

ჩემპიონთა ლიგის ¼-ფინალის საგზურისთვის ბრძოლის გარდა, პორტუს საშინაო ასპარეზზე ჩემპიონის ტიტულისთვის ნამდვილი ომი ბენფიკასთან აქვს გაჩაღებული. წელს ვითარება ძალზე დაძაბულია. ბოლო ტურში მეტოქეები ერთმანეთს შეხვედნენ, "დრაკონებმა" "დრაგაუზე" ანგარიში კი გახსნეს, მაგრამ საბოლოოდ მაინც დამარცხდნენ (1:2) და ახლა ბენფიკა ცხრილს 2-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს.
  
რა თქმა უნდა, პორტუგალიელებისთვის ევროასპარეზი გაცილებით ფასეულია, ვიდრე შიდა პირველობა და თუკი პორტუ ევროპის უპირველესი საკლუბო ტურნირის ¼-ფინალში გააღწევს, ფეხბურთელების სარფიანად ექსპორტზე ორიენტირებული კლუბისთვის, ეს სერიოზული მიღწევა იქნება.

რომას მიღებამდე პორტუმ "დრაგაუზე" ბენფიკასთან წააგო 

პორტუს მთავარ მწვრთნელ სერჟიო კონსეისაოს თავისი შეგირდების დამატებით მოტივაცია კი ნამდვილად არ დასჭირდება - "დრაგაუზე" მატჩი ერთგვარი ვიტრინა იქნება თითქმის ნახევარი გუნდისთვის და გარანტირებულად შეიძლება თქმა, რომ ფეხბურთელები მოედანზე თავს დადებენ.  

"მთავარი გუნდია, ჩვენი თავდაჯერება კი ყოველდღიური შრომის შედეგია და არა - ცალკეული ფეხბურთელების. ეფექტურად უნდა ვითამაშოთ თავდასხმაშიც და დაცვაშიც. საომარი შეძახილები არ გვჭირდება, ყველაფერი ჩვენს ხელთაა. უნდა მოვიგოთ, მაგრამ არ უნდა ვიჩქაროთ", - თქვა თამაშის წინ პორტუს თავკაცმა. 

კონსეიასოს მოგება აუჩქარებლად სურს

კონსეისაოს შემადგენლობის მხრივ პრობლემები ნაკლებად აქვს. გუნდში დისკვალიფიცირებული არავინაა, ტრავმა კი მხოლოდ ვენსან აბუბაკარს აქვს.

რომა

რომში პორტუსთან დუბლი ნიკოლო ძანიოლომ შეასრულა

პორტუგალიელებს არც "ჯალოროსი" ჩამორჩა. მომავალი დაპირისპირების წინ მთავარ "მტერთან" დამარცხება რომამაც მოახერხა - ლაციოსთან დერბიში (0:3). შედეგად გუნდი სერია A-ს სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზე რჩება, 3 ქულით მილანის ინტერს ჩამორჩება და ამდენივე ქულით უსწრებს მის კვალში ჩამჯდარ ლაციოს, ატალანტასა და ტორინოს. 

ზოგადად, რომაული გუნდის წარმატებულ თამაშებს, ჩაგდებული მატჩები მოსდევს, მძიმე გრაფიკისა და არასტაბილური ახალგაზრდა ფეხბურთელების ფონზე კი, კიდევ უფრო ძნელია რომაელთა სათამაშო ფორმაზე დაბეჯითებით მსჯელობა.

📺 რომაელთა ვარჯიში პორტუსთან მატჩის წინ

ამ ყველაფრის და პირველი მატჩის შედეგის გათვალისწინებით, სავარაუდოდ, ეუსებიო დი ფრანჩესკო სასტარტო შემადგენლობას მენტალურად უფრო ძლიერი და გამოცდილი ფეხბურთელებით დააკომპლექტებს, თუმცა თამაშს საკადრო პრობლემებით მაინც ხვდება. უეფას ოფიციალური საიტის ცნობით, რომაელებს ტრავმების გამო ჯენგიზ უნდერი და ხავიერ პასტორე ვერ დაეხმარებიან, კოსტას მანოლასისა და პირველ მატჩში დუბლის ავტორი ნიკოლო ძანიოლოს თამაში კი კითხვის ნიშნის ქვეშაა.

შაბათს რომაულ დერბიში წაგება დი ფრანჩესკოს გუნდისთვის წელს მეორე იყო

საინტერესო ფაქტები

⚽ ევროთასებზე ეს გუნდები ჯამში ერთმანეთს ხუთჯერ დაუპირისპირდნენ. ორჯერ პორტუმ მოიგო, ერთხელ რომამ, ორი მატჩი კი ფრედ დასრულდა. ბურთები: 7:3.

⚽ ბოლოს რომამ და პორტუმ ჩემპიონთა ლიგის 2016/17 წლების სეზონის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფში ითამაშდეს. მაშინ პორტუგალიელებმა მოიგეს - 1:1, 3:0.

⚽ პორტუმ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, ჯგუფების გამარჯვებულებს შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა - 6 მატში 16 ქულა მოიპოვა.

⚽ კონსეისაოს გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე ქულები მხოლოდ პირველ ტურში, შალკესთან (1:1) დაკარგა, დანარჩენი კი ყველა მოიგო.

⚽ პორტუგალიურმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებული ბოლო 6 მატჩიდან 5 მოიგო.

⚽ პორტუს ზედიზედ 6 თამაშია, რაც ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში გამარჯვება არ მოუპოვებია.

⚽ პორტუგალიურმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში ბოლოს 2015 წლის გაზაფხულზე, შინ ბაიერნთან მოიგო - 3:1. 

⚽ პორტუმ ჩემპიონთა ლიგაში გამართული ბოლო 20 მატჩიდან 13 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და 4 დათმო.

⚽ ჩემპიონთა ლიგაში რომას მიერ ჩატარებულ ბოლო 11 შეხვედრიდან 10-ში 2,5-ზე მეტი გოლი დაფიქსირდა. 

⚽ რომამ ჩემპიონთა ლიგაში სტუმრად ჩატარებული ბოლო 5 შეხვედრიდან 4 წააგო, ტურნირის პლეი ოფში - ბოლო 7.

⚽ რომამ ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების სეზონში 1/2-ფინალამდე გააღწია, სადაც ლივერპულთან დამარცხდა (2:5, 4:2).

სავარაუდო შემადგენლობა

პორტუ (4-4-2): კასილიასი - მილიტაო, პეპე, ფელიპე, ტელესი - კორონა, დანილო, ერერა, ბრაჰიმი - მარეგა, სოარეში.

რომა (4-3-3): ოლსენი - ფლორენცი, მანოლასი, ფასიო, კოლაროვი - კრისტანტე, დე როსი, პელეგრინი - ძანიოლო, ჯეკო, ელ შაარავი.

კომენტარები

ბოლო ამბები