Thumbnail

ეუსებიო დი ფრანჩესკო გაუშვეს - რომას ახალი მწვრთნელი ეყოლება

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • დი ფრანჩესკოს პორტუგალიაში განცდილი მარცხი არ აპატიეს
  • ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება რომას ახალი მწვრთნელი

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე პორტუსთან ორმატჩიან დუელში განცდილი მარცხის შემდეგ, რომას მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ეუსებიო დი ფრანჩესკო გაათავისუფლეს. ამ თემაზე კომენტარი დედაქალაქური კლუბის პრეზიდენტმა, ჯეიმს პალოტამ გააკეთა.

“მინდა მადლობა გადავუხადო ეუსებიო დი ფრანჩესკოს გაწეული სამუშაოსთვის. მას საქმისადმი ყოველთვის პროფესიონალური მიდგმა ჰქონდა. ის ყველაზე მაღლა ყოველთვის კლუბის ინტერესებს აყენებდა. ყველაფერ კარგს ვუსურვებ კარიერაში” - განაცხადა ჯეიმს პალოტამ.

ეისებიო დი ფრანჩესკო რომას 2017 წლიდან ედგა სათავეში, გასულ სეზონში კი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გაიყვანა. მიმდინარე წელს, ჯალოროსი არასტაბილურად ასპარეზობს, ჩემპიონთა ლიგიდან კი პორტუსთან დუელში გამოვარდა. სტადიო ოლიმპიკოზე რომამ მეტოქე 2:1 დაამარცხა, პორტუგალიაში კი ძირითადი 90 წუთი 1:2 დათო, საბედისწერო გოლი კი დამატებით დროში გაუშვა. ჯერჯერობით უცნობია თუ ვინ იქნება რომას ახალი მწვრთნელი.

კომენტარები

ბოლო ამბები