Thumbnail
  • რომას ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
  • ეუსებიო დი ფრანჩესკო კლაუდიო რანიერიმ შეცვალა

იტალიურმა რომამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ეუსებიო დი ფრანჩესკოს ნაცვლად, რომელიც პორტუსთან მარცხისა და ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის შემდეგ გაათავისუფლეს, გუნდის მთავარ მწვრთნელად კლაუდიო რანიერი დაინიშნა. 67 წლის რანიერიმ, რომელიც თავის მხრივ, ინგლისური ფულემიდან 1 კვირის წინ გაათავისუფლეს, “ჯალოროსისთან” კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა.

რანიერიმ ახალი სამსახური მალე იპოვა

რანიერი რომას ერთხელ უკვე წვრთნიდა - 2009 წლის სექტემბრიდან, 2011 წლის თებერვლამდე. იტალიური სპორტული მედიის ინფორმაციით, კლუბის შეფმა ჯეიმს პალოტამ რანიერი ისეთ მწვრთნელებს ამჯობინა, როგორებიც პაულო სოუზა და რობერტო დონადონი არიან - მათ ხანგრძლივი კონტრაქტები მოითხოვეს. აღსანიშნავია, რომ რომადან ესპანელი სპორტული დირექტორი მონჩიც გაუშვეს, რაც კლუბმა ასევე დაადასტურა.

რანიერის ხელმეორე დებიუტი რომაში ორშაბათს, ემპოლისთან საშინაო მატჩში შედგება. “ძალიან გვიხარია, რომ კლაუდიო რანიერი ისევ ჩვენთანაა. ამ სეზონში ჯერ კიდევ გვაქვს მიზანი - გვინდა, რომ სერია A-ში რაც შეიძლება მაღალი ადგილი დავიკავოთ და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოვიპოვოთ. ასეთ სიტუაციაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო ისეთი მწვრთნელის დანიშვნა, რომელიც კლუბს და აქაურ გარემოს კარგად იცნობს, იტალიურად საუბრობს და ფეხბურთელების მოტივირება შეუძლია,” - განაცხადა პალოტამ.

“როცა რომადან გირეკავენ, უარს ვერ იტყვი. სეზონის ბოლომდე 12 მატჩი გვაქვს და რაც შეიძლება მეტი უნდა მოვიგოთ,” - ეს რანიერის სიტყვებია. რომა სერია A-ს სატურნირო ცხრილში 44 ქულით მე-5 ადგილზეა და ინტერს 3, მილანს კი 4 ქულით ჩამორჩება.

View this post on Instagram

Welcome Claudio Ranieri 👋🔶🔴

A post shared by AS Roma (@officialasroma) on

კომენტარები

ბოლო ამბები