Thumbnail
  • შვეიცარიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მატჩი შეაფასა
  • ვლადიმირ პეტკოვიჩი სწორედ ასეთ თამაშს და ასეთ შედეგს ელოდა

საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი თბილისში, დინამო არენაზე, შვეიცარიის ნაკრებთან გამართა და 0:2 დამარცხდა. მატჩის წინ, შვეიცარიელთა მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ პეტკოვიჩმა აღნიშნა, რომ მისი გუნდის ერთადერთი მიზანი სამი ქულის მოპოვება იყო. შვეიცარიის ნაკრებმა დასახულ მიზანს მიაღწია, პეტკოვიჩმა კი თამაში პრესკონფერენციაზე შეაფასა.

📋 მეტი ამ თემაზე:

პეტკოვიჩი: ჩვენი თამაშით კმაყოფილი ვარ. თავიდანვე ვუთხარი მოთამაშეებს, რომ ძლიერი მეტოქე გვყავდა, თავისი პლუსებით. პირველ ტაიმში ცოტა გაგვიჭირდა, თუმცა მეორეში უკეთ ვითამაშეთ და მეტი გოლის გატანაც შეგვეძლო. ყველა რგოლში კარგი თამაში ვაჩვენეთ.

შეიცარიის ნაკრები შესარჩევ ეტაპებზე სტაბილურად კარგად ასპარეზობს. როგორ ახსნით ამ წარმატებას?

პეტკოვიჩი: ყველა მეტოქეს სერიოზულად ვუდგებით და პატივს ვცემთ, რაც წარმატების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია. რა თქმა უნდა, აუცილებელია თითოეულ შეხვედრაში ბოლომდე ბრძოლა და სწორი თამაში.

გიორგი ქვილითაია და მანუელ აკანჯი

რას ნიშნავს პირველი მატჩის მოგება თქვენთვის?

პეტკოვიჩი: პირველი თამაშის მოგება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ცოტა მოგვეშვება წნეხი და უფრო მშვიდად გავაგრძელებთ მზადებას შემდეგი მატჩისთვის.

შეუძლია საქართველოს ნაკრებს, რომ რომელიმე თქვენ კონკურენტს ქულები დააკარგვინოს?

პეტკოვიჩი: მჯერა, რომ საქართველოს ნაკრებს შეუძლია სიურპრიზის შემოთავაზება და იმედია, ეს ჩვენთან შეხვედრაში არ მოხდება. ადრეც ვთქვი, რომ საქართველოს ნაკრებს ჯგუფში ნებისმიერ მეტოქესთან შეუძლია ბრძოლა და ამას გულახდილად ვამბობ.

საქართველოს ნაკრებმა იმაზე სუსტად ითამაშა, ვიდრე ელოდით?

პეტკოვიჩი: თამაში დაახლოებით იმ სცენარით წარიმართა, როგორც ველოდი. ის, რომ საქართველოს ნაკრებმა საუკეთესო თამაში ვერ აჩვენა, ჩვენი კარგი თამაშის დამსახურებაა.

საქართველო 0:2 შვეიცარია | საუკეთესო ფოტოები

კომენტარები

ბოლო ამბები