Thumbnail
  • ვლადიმირ ვაისის პრესკონფერენცია შვეიცარიასთან მატჩის შემდეგ
  • რატომ არ იყო საბა კვერკველია ძირითად შემადგენლობაში>
  • ჯიმი ტაბიძე გუნდს ირლანდიაში ვერ გაყვება

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ შეხვედრაში შვეიცარიას უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. ვლადიმირ ვაისის გუნდმა ორივე გოლი მეორე ტაიმში გაუშვა და ტურნირი მარცხით დაიწყო. სლოვაკმა მწვრთნელმა მატჩი პრესკონფერენციაზე შეაფასა.

📋 მეტი ამ თემაზე:

ვაისი: შემიძლია ვთქვა, რომ ყველაზე ძლიერ მეტოქეს ვეთამაშეთ თბილისში მას მერე, რაც მე საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვარ. შვეიცარია უკეთესი გუნდია და შედეგი კანონზომიერია. შვეიცარიის ნაკრების ფეხბურთელები სამ დღეში ერთხელ ატარებენ ასეთი დონის შეხვედრებს, ჩვენი მოთამაშეები კი წელიწადში ხუთი-ექვსჯერ.

რატომ დატოვეთ თადარიგში საბა კვერკველია?

ვაისი: გადავწყვიტე, რომ ხოჭოლავასთვის მიმეცა შანსი, კვერკველიამ კი თვითონ იცის, რატომ არ იყო სასტარტოში.

შეტევაში უფრო თამამად თამაში ხომ არ იქნებოდა გამართლებული?

ვაისი: თქვენ ფიქრობთ, რომ შვეიცარიის ნაკრებთან გახსნილი თამაში ღირს? შეხედეთ, რა გუნდებში თამაშობენ მათი ფეხბურთლები. ეს თვითმკვლელობა იქნებოდა.

რით ახსნით ჯანო ანანიძის ასეთ სუსტ თამაშს?

ვაისი: ჯანო ანანიძემ საუკეთესო ტაიმი ჩაატარა, რაც მე საქართველოს ნაკრებს ვწვრთნი. ვგულისხმობ პირველ ტაიმს. მეორე ნახევარში შეიცვალა თამაშის დინამიკა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ანანიძეს, ისევე როგორც ქვილითაიას, მძიმე ტრავმა ჰქონდათ და არ არიან საუკეთესო ფორმაში.

რა რესურსი დაინახეთ საქართველოს ნაკრებში ძლიერ მეტოქესთან თამაშში და რატომ არ იყო განაცხადში თორნიკე ოქრიაშვილი?

ვაისი: ოქრიაშვილი სამი თვეა უკლუბოდაა. მაინტერესებდა, რა ფორმაში იყო და სამწუხაროდ, არ აღმოჩნდა მზად ასეთ დონეზე სათამაშოდ. ერთა ლიგა და შვეიცარიის ნაკრები, ეს არის ცა და დედამიწა. რთულია ასეთ მეტოქეებთან დადებითი შედეგის მიღწევა.

ხომ არ დააკონკრეტებთ, რა იცის და შესაბამისად, რატომ არ ითამაშა საბა კვერკველიამ? ასევე, ჩაგდებულ მეორე ტაიმზე თუ იღებთ პასუხისმგებლობას?

ვაისი: კვერკველიამ არ ითამაშა მხოლოდ იმიტომ, რომ ხოჭოლავა და კაშია დავაყენე დაცვის ცენტრში. სულ ესაა და დასამატებელი არაფერია. რაც შეეხება ჩაგდებულ მეორე ტაიმს, ტემპს ვერ გავუძელით და შესაბამისად, გაგვიჭირდა. შეგიძლიათ გამაკრიტიკოთ, მაგრამ ეს არის რეალობა.

ცვლილებები თუ იგეგმება ირლანდიასთან მატჩისთვის?

ვაისი: ჯიმი ტაბიძემ ტრავმა მიიღო და ირლანდიაში ვერ წამოვა. შემადგელობაში ორი-სამი ცვლილება ნამდვილად იქნება. შესაძლოა, ტაქტიკაც შეიცვალოს.

რა ინფორმაცია გაქვთ ირლანდიის ნაკრებზე, რომელიც ახალი მწვრთნელით ხვდება საქართველოს ნაკრებთან მატჩს?

ვაისი: ყველა მწვრთნელს თავისი ხედვა აქვს და ვნახოთ, რა ტაქტიკა-შემადგენლობით დაგვიპირისპირდება მეტოქე. ძლიერი გუნდია და დღევანდელი მატჩის მსგავსად, დიდი ფიზიკური დატვირთვა გვექნება. ვეცდებით, რომ ქულები ავიღოთ და უსიამოვნო სტატისტიკა დავარღვიოთ.

საქართველო 0:2 შვეიცარია | საუკეთესო ფოტოები

საქართველო 0:2 შვეიცარია | საუკეთესო ფოტოები

საქართველო 0:2 შვეიცარია | საუკეთესო ფოტოები

საქართველო 0:2 შვეიცარია | საუკეთესო ფოტოები

საქართველო 0:2 შვეიცარია | საუკეთესო ფოტოები

საქართველო 0:2 შვეიცარია | საუკეთესო ფოტოები

საქართველო 0:2 შვეიცარია | საუკეთესო ფოტოები

საქართველო 0:2 შვეიცარია | საუკეთესო ფოტოები

საქართველო 0:2 შვეიცარია | საუკეთესო ფოტოები

საქართველო 0:2 შვეიცარია | საუკეთესო ფოტოები

საქართველო 0:2 შვეიცარია | საუკეთესო ფოტოები

საქართველო 0:2 შვეიცარია | საუკეთესო ფოტოები

კომენტარები

ბოლო ამბები