Thumbnail

PREVIEW | რომას შინ გატანა არ უჭირს, მაგრამ მეტოქე ნაპოლია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 📅 31 მარტი | ⌚ 17:00 | ⚽ რომა V ნაპოლი
  • რომაში დაბრუნებული კლაუდიო რანიერი წნეხის ქვეშაა
  • კარლო ანჩელოტის გუნდს მეორე ადგილი დასაცავი აქვს 

მარტის ბოლო დღეს სერია A-ს 29-ე ტურის მატჩში ერთმანეთს რომა და ნაპოლი დაუპირისპირდებიან. მასპინძლები ამ თვეში ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობნენ და შეუძლიათ მთელი ყურადღება თამამად დაუთმონ ჩემპიონატს. სტუმრები კარგა ხანია, აღარ ფიქრობენ იუვენტუსისთვის დაწევაზე, რომელმაც წინა ტურში პირველი მარცხი იწვნია სერია A-ში, მაგრამ მეორე ადგილს დაცვა სჭირდება. 

დიახ, ნაპოლი მომავალ დაპირისპირებაში თითქოს ფავორიტად მოჩანს, თუმცა ყველა შემთხვევაში, "ოლიმპიკოზე" უშეღავათო ბრძოლაა მოსალოდნელი - რომა საკუთარ კედლებში ისე არაფერს დათმობს.

 რომა

"ჯალოროსი" ამ სეზონს აგდებს და გამორიცხული არაა, ჩემპიონთა ლიგის საგზურის გარეშეც დარჩეს, რადგან 28 ტურის შემდეგ, 47 ქულით მეხუთე პოზიციას იკავებს. მეოთხეზე მილანია (51 ქულით), რაც იმას ნიშნავს, რომ წინსვლისთვის რომას მოგება არ ყოფნის, წაგებამ კი შესაძლოა უკან დახიოს. მეექვსე ადგილოსან ატალანტას სულ 2 ქულით ნაკლები აქვს.

რომაში ახლახან 67 წლის კლაუდიო რანიერი დააბრუნეს, რომელიც გუნდს 2009-11 წლებშიც წვრთნიდა

77777 რომას ტრავმის გამო თავის მთავარი ბომბარდირი ელ შაარავი (9 გოლი სერია A-ში) აკლია.

გასულ ტურში რომაელებმა სენსაციურად სტუმრად წააგეს გაჭირვებულ სპალ-თან (1:2). ეს კი საგანგაშო სიგნალია კლუბისთვის, რომელსაც რთული პერიოდი აქვს. რა თქმა უნდა, მოთამაშეებზე იმოქმედა მთავარი მწვრთნელის შეცვლამ, დი ფრანჩესკოს ადგილზე მოსული კლაუდიო რანიერი კი უდიდესი წნეხის ქვეშაა, რომელმაც ჯერ სულ ორი მატჩის ჩატარება მოასწრო (ერთი მოიგო, მეორე დათმო).

📸 რომა მთავარი ბომბარდირის ელ შაარავის (9) გარეშე ემზადება

ყველაფერთან ერთად, მასპინძლებს სერიოზული საკადრო პრობლემები აქვთ. რანიერის ტრავმირებული ფლორენცი, ელ შაარავი და პელეგრინი ჰყავს. საეჭვოა დე როსის, მანოლასისა და პასტორეს თამაშიც. 

ნაპოლი

კარლო ანჩელოტის გუნდი ევროპალიგის ¼-ფინალშია გასული. ჩემპიონატში ჯერჯერობით მყარად კი დგას მეორე ადგილზე, მაგრამ უკან ინტერი და მილანი მოყვებიან და მოსვენებას არ აძლევენ. ნაპოლის 60 ქულა აქვს, ლიდერს 15 ქულით ჩამორჩება, მესამე ადგილოსან ინტერთან კი უპირატესობა 7 ქულას შეადგენს.

არკადიუშ მილიკმა ნაპოლის მაისურით ბოლო 6 მატჩში 5 გოლი შეაგდო

ნეაპოლელები რომში მთლად თავდაჯერებულებიც ვერ ჩადიან - ბოლო ტურში უდინეზეს კი მოუგეს (4:2), მაგრამ მანამდე ფრედ ითამაშეს სასუოლოსთან (1:1), უფრო ადრე კი შინ იუვენტუსთან წააგეს (1:2). 

სტუმართა რიგებში ტრავმების გამო ვერ ითამაშებენ ალბიოლი, დიავარა, გულამი და კირიკეში, ზიელინსკის კი დისკვალიფიკაცია აქვს. არის იმედი, რომ გამოჯანმრთელებას მოასწრებენ ინსინიე და ოსპინა.

📺 ნაპოლის ვარჯიში ოლიმპიკოზე მატჩის წინ

საინტერესო ფაქტები

⚽ რომას და ნაპოლის ბოლო 39 დაპირისპირებაში უპირატესობა დედაქალაქელთა მხარესაა: +19=10-10. ბურთები: 67:47.
 
⚽ ურთიერთშეხვედრებში რომაელებს უპირატესობა აქვთ საშინაო მატჩებშიც: +11=4-4. ბურთები: 38:24.

⚽ პირველ წრეში ნაპოლი-რომას დაპირისპირება ფრედ (1:1) დასრულდა. გასულ სეზონში გუნდებმა სტუმრად მოგებები გაცვალეს - რომამ 4:2 მოიგო, ნაპოლიმ - 1:0.

⚽ იტალიის ჩემპიონატში ამ გუნდების ბოლო ხუთი დაპირისპირებიდან ოთხში გატანა ორივემ მოახერხა. 
 
⚽  რომამ ყველა ტურნირში ბოლო 4 მატჩიდან 3 წააგო. სპალ-ის გარდა, დამარცხდა პორტუსთან და ლაციოსთან. ამ თვეში მხოლოდ ემპოლის სძლია.

⚽ რომას ბურთების შეფარდება: 52:39. გატანილი გოლების რაოდენობით გუნდი ლიგაში მესამეა (ნაპოლისთან ერთად), გაშვებულით - მეცხრე. 

⚽ რომაელები საკუთარ მოედანზე თითქმის არ აგებენ: +8=4-1, ბურთები: 32:19. შინ მოპოვებული 28 ქულა სერია A-ში მეხუთე შედეგია.

⚽  რომას ბოლო 6 შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი დაფიქსირდა.

⚽ რომამ სერია A-ში ბოლო 6 საშინაო მატჩიდან 5 მოიგო, ბოლო 9 საშინაო მატჩიდან 8-ში კი მინიმუმ 2 გოლს იტანდა.

⚽ ნაპოლის ბურთების შეფარდება: 52:23. გატანილი გოლების რაოდენობით გუნდი ლიგაში მესამეა (რომასთან ერთად), გაშვებულით - მეორე.

⚽ სტუმრად ნაპოლი ასე თამაშობს: +7=3-3, ბურთები: 19:12. გასვლაზე 24 ქულაზე მეტი მოპოვებული ლიგაში მხოლოდ იუვენტუსსა და ინტერს აქვთ.

⚽ ნაპოლის მიერ სტუმრად ჩატარებული ბოლო 6 შეხვედრიდან 5-ში 2,5-ზე ნაკლები გოლი დაფიქსირდა. 

⚽ კარლო ანჩელოტის გუნდმა ჩემპიონატში სტუმრად ჩატარებული ბოლო 4 შეხვედრაში მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა.

⚽ ნაპოლიმ ყველა ტურნირში ბოლოს ჩატარებული 7 შეხვედრიდან 5-ში ანგარიში გახსნა, 5-იდან 4-ში კი ორივეს გატანა დაფიქსირდა.

 

სავარაუდო შემადგენლობები

რომა (4-4-2): ოლსენი - კარსდორპი, მანოლასი, ფასიო, კოლაროვი - ძანიოლო, ნ’ზონზი,  კრისტანტე, პეროტი - შიკი, ჯეკო.

ნაპოლი (4-4-2): მერეტი -  მალკუ, მაკსიმოვიჩი, კულიბალი, რუი - კალეხონი, ალანი, რუისი, ვერდი - მილიკი, მარტენსი.

კომენტარები

ბოლო ამბები