Thumbnail
  • ლუის ენრიკემ ფარერებსა და შვედეთთან მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა 
  • ესპანეთის ეროვნულ გუნდში სხვებთან ერთად ვილიარეალის ფეხბურთელიც მოხვდა
  • ლუის ენრიკე ნაკრებს ისევ ვერ ხელმძღვანელობს, მისი მდგომარეობა კი გაურკვეველია 

ვილიარეალის ნახევარმცველი სანტი კასორლა, ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში დაბრუნდა. ლუის ენრიკემ კასორლა ფარერებსა (7 ივნისი)  და შვედეთთან (10 ივნისი) ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშებისთვის გამოიძახა.

ესპანეთის ნაკრები მომავალი მატჩებისთვის

34 წლის ფეხბურთელმა, რომელსაც 2013 წლის შემდეგ 10 ოპერაციის გადატანა დასჭირდა და დიდი ხნის უთამაშებელი იყო, მიმდინარე სეზონში ვილიარეალის მაისურით 45 მატჩში ითამაშა, გაიტანა 7 გოლი და მიითვალა 10 საგოლე პასი.  

სანტიმ ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში ბოლოს 2015 წელს, ინგლისის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში (2:0) ითამაშა, სულ კი ეროვნულ გუნდში 77 მატჩში 14 გოლი აქვს გატანილი. მან ნაკრებთან ერთად 2008 და 2012 წლებში ევროპის ჩემპიონობა იზიემა.

ლუის ენრიკეს გუნდს ევრო 2020-ის შესარჩევ ჯგუფში 6 ქულა აქვს და ლიდერია. თავად მწვრთნელი, რომლის მდგომარეობაზე განსხვავებული ცნობები ვრცელდება, პრესკონფერენციას ვერ დაესწრო და გუნდს ვერც მომავალ ორ შეხვედრაში უხელმძღვანელებს.

კომენტარები

ბოლო ამბები