Thumbnail
  • საქართველოს ნაკრები გიბრალტარსა და დანიასთან მატჩებისთვის ემზადება
  • დღეს გუნდს კაშია, აბურჯანია, პაპუნაშვილი და კიტეიშვილიც დაემატებიან
  • 27 ნახევარმცველმა მეტოქეები დაახასიათა და გუნდის მოლოდინზე ისაუბრა

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2020 წლის შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის მზადებას  თბილისის ზღვაზე მდებარე ს.კ. ზესტაფონის ბაზაზე აგრძელებს. ვლადიმირ ვაისის გუნდი 4 ივნისიდან სრული შემადგენლობით დაკომპლექტდება - ნაკრებს გურამ კაშია, გიორგი აბურჯანია, გიორგი პაპუნაშვილი და ოთარ კიტეიშვილი შეუერთდებიან.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის D ჯგუფში ორი მარცხი (0:2 შვეიცარაიასთან, 0:1 ირლანდიასთან) აქვს და უქულოდაა. ვლადიმირ ვაისის გუნდი 7 ივნისს გიბრალტარს უმასპინძლებს, 10-ში კი დანიას ესტუმრება. 

საქართველოს ნაკრებისა და ყაზახური ტობოლის ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა სფფ-ის პრესსამსახურთან მომავალ მატჩების მნიშვნელობაზე ისაუბრა:

"ამ შეხვედრებს მთელი გუნდი მოუთმენლად ველოდებით. გასულ ორ შეხვედრაში ნაჩვენებმა შედეგმა გარკვეული დაუკმაყოფილებლობის გრძნობა გააჩინა როგორც ფეხბურთელებში, ისე გულშემატკივრებში. ვფიქრობთ, რომ უფრო მეტი შეგვიძლია და გულშემატკივარი მეტს იმსახურებს. აქედან გამომდინარე, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათ თვალში რეაბილიტირება მოვახდინოთ.

18 წლის ხვიჩა კვარაცხელია ეროვნულ გუნდში პირველად არის გამოძახებული
📸 | GFF.GE

სამწუხაროდ, უკვე ტრადიციად გვექცა, რომ სხვადასხვა მიზეზების გამო ნაკრების ლიდერები გუნდის დახმარებას ვერ ახერხებენ. გარკვეულწილად ეს დადებითი მომენტია, რადგან რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელს შანსი მიეცემა, რომ ეროვნული ნაკრების სახელით ითამაშოს. ხვიჩა კვარაცხელიას სახით მიმდინარე შეკრებაზე დებიუტანტი გვყავს და მთელი გუნდის სახელით მას წარმატებას ვუსურვებ.

მომავალ შეხვედრებში ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ გუნდებს დავუპირისპირდებით. დანიის სახით ჩვენი მეტოქე ჯგუფის ერთ-ერთი ფავორიტია, გიბრალტარი კი - აუტსაიდერი.

ჩვენი მომავალი მოწინააღმდეგე, რომელსაც თბილისში შევხვდებით, პროგრესირებს და საკუთარი ფეხბურთის თამაშს ცდილობს. კარგია, რომ გიბრალტარი დაცვით ფეხბურთს არ თამაშობს, ეს ჩვენი ნაკრებისთვის ხელსაყრელი მდგომარეობაა, რადგან უპირატესობას გახსნილ და შემტევ თამაშს ვანიჭებთ. სამწუხაროდ, ასეთი ფეხბურთი გასულ ორ შეხვედრაში ვერ ვაჩვენეთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მომავალ მატჩებში გულშემატკივარი განსხვავებულ საქართველოს ნაკრებს იხილავს", - ამბობს 27 წლის ნახევარმცველი.

ვლადიმირ ვაისი შესარჩევში პირველი ქულების მოსაპოვებლად ემზადება
📸 | GFF.GE
საქართველოს ნაკრები გიბრალტარსა და დანიასთან მატჩებისთვის

მეკარეები: გიორგი ლორია (მაგდებურგი) , გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი) ლაშა დვალი(ფერენცვაროში, უნგრეთი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ვაკო გვილია (გურნიკი, პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი ხარაიშვილი (გიოტებორგი, შვედეთი), გიორგი პაპუნაშვილი ( სარაგოსა, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი)

თავდამსხმელები: ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი).

კომენტარები

ბოლო ამბები