Thumbnail

'მატჩებს სრულ მზადყოფნაში შევხვდებით' - გიორგი ხარაიშვილი ნაკრების სამზადისზე

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • საქართველოს ნაკრები გიბრალტარსა და დანიასთან მატჩებისთვის ემზადება
  • დღეს გუნდს კაშია, აბურჯანია, პაპუნაშვილი და კიტეიშვილიც დაემატებიან
  • გიოტებორგის 22 წლის ნახევარმცველმა ნაკრების მზადების პროცესზე ისაუბრა

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2020 წლის შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის მზადებას  თბილისის ზღვაზე მდებარე ს.კ. ზესტაფონის ბაზაზე აგრძელებს. ვლადიმირ ვაისის გუნდი 4 ივნისიდან სრული შემადგენლობით დაკომპლექტდება - ნაკრებს გურამ კაშია, გიორგი აბურჯანია, გიორგი პაპუნაშვილი და ოთარ კიტეიშვილი შეუერთდებიან.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის D ჯგუფში ორი მარცხი (0:2 შვეიცარაიასთან, 0:1 ირლანდიასთან) აქვს და უქულოდაა. ვლადიმირ ვაისის გუნდი 7 ივნისს გიბრალტარს უმასპინძლებს, 10-ში კი დანიას ესტუმრება. 

საქართველოს ნაკრები ჯუფში პირველი ქულების მოსაპოვებლად ემზადება
📸 | GFF.GE

საქართველოს ნაკრებისა და შვედური გიოტებორგის ნახევარმცველმა გიორგი ხარაიშვილმა სფფ-ის პრესსამსახურთან გუნდის მზადებაზე კომენტარი გააკეთა:

"ჩემთვის ეროვნულ ნაკრებში გამოძახება ყოველთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. გუნდი მომავალი თამაშებისთვის კარგად ემზადება, თუმცა ჯერ სრული შემადგენლობით არ შევკრებილვართ. პირველი თამაშისთვის მოსამზადებლად ბევრი დრო არ დაგვრჩა, მაგრამ ჩემი აზრით, შევძლებთ, რომ მოახლოებულ შეხვედრებს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ".

საქართველოს ნაკრები გიბრალტარსა და დანიასთან მატჩებისთვის

მეკარეები: გიორგი ლორია (მაგდებურგი) , გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი) ლაშა დვალი(ფერენცვაროში, უნგრეთი), ლევან ხარაბაძე (ციურიხი, შვეიცარია), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ვაკო გვილია (გურნიკი, პოლონეთი), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი ხარაიშვილი (გიოტებორგი, შვედეთი), გიორგი პაპუნაშვილი ( სარაგოსა, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (გრენობლი, საფრანგეთი), გიორგი აბურჯანია (ლუგო, ესპანეთი)

თავდამსხმელები: ვატო არველაძე (კორონა, პოლონეთი), ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი).

კომენტარები

ბოლო ამბები