Thumbnail

ლევან სალუქვაძის საავტორო, ინტერაქტიულ-საქველმოქმედო გადაცემა "იმედის ფსონის" 4 ივნისის გამოშვებაში, ტრადიციულად, 3 ბილეთი შეიქმნა.

დღეს, გადაცემის წამყვანი სპორტული კომენტატორი ლუკა ხოჯავა გახლდათ. მისი ბილეთი 7 პოზიციისგან შედგება, ხოლო ბილეთის ჯამური კოეფიციენტი, ევროპაბეთის მიხედვით, 12,1-ია. ლუკას ბილეთში ყველაზე მაღალი კოეფიციენტი ევრო 2020-ის შესარჩევში, უკრაინა-სერბეთის მატჩში 1,5-ზე მეტ გოლს აქვს - 1,55.

ლუკა ხოჯავას ბილეთი ასე გამოიყურება:

გადაცემის სტუმარი დღეს პროგნოზისტი გურამ მირიანაშვილი იყო, რომელმაც ბილეთი 5 პოზიციისგან შეადგინა და მისი კოეფიციენტი, ევროპაბეთის მიხედვით, არის 12,1. 

მაყურებლის ბილეთი კი 5 პოზიციისგან შედგება და მისი ჯამური კოეფიციენტი, ევროპაბეთის მიხედვით, 10,5-ს შეადგენს. ბილეთში შეტანილია ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩი - საქართველო-გიბრალტარი, რომელიც 7 ივნისს გაიმართება. პროგნოზის თანახმად, "დინამო არენაზე" მაყურებელი, სულ ცოტა, 4 გოლს იხილავს და მისი კოეფიციენტი 1,8-ს შეადგენს.

კომენტარები

ბოლო ამბები