Thumbnail
  • ინგლისური კლუბი ლიდს იუნაიტედი ტოტის მოთამაშის კონტრაქტს სთავაზობს
  • რადრიძანის გუნდში იტალიელი ლეგენდების მიყვანა სურს 

ინგლისურ მედიაში ინფორმაცია გავრცელდა, რომ ლიდს იუნაიტედმა ფრანჩესკო ტოტის მოთამაშის კონტრაქტი შესთავაზა. ჩემპიონშიპის კლუბს სურს, რომ ფრანჩესკო ტოტიმ საფეხბურთო კარიერა გააგრძელოს.

ტოტიმ კარიერა ორი წლის წინ დაასრულა და ის რომაში კლუბის მენეჯერის თანამდებობაზე მუშაობდა, თუმცა პრეზიდენტ ჯეიმს პალოტასა და დირექტორთა საბჭოს წევრთებთან უთანხმოების გამო, რომა დატოვა.

იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, მარკო ბორიელომ, რომელიც ზაფხულში ტოტისთან ერთად დასვენებას აპირებს, SKY ITALIA-სთან საუბარში აღნიშნა, რომ ერთ-ერთმა ინგლისურმა კლუბმა ტოტის კარიერის განახლება შესთავაზა.

ბორიელოს ჟურნალისტმა შეკითხვა დაუსვა: 'ეს შემოთავაზება ლიდსის მფლობელს, ანდრეა რადრიძანის ეკუთვნის?', რაზეც ბორიელომ უპასუხა, რომ ზუსტ ინფორმაციას არ ფლობს.

ბოლო პერიოდში ლიდს იუნაიტედს პარი სენ-ჟერმენიდან წამოსულ ჯანლუიჯი ბუფონსაც უკავშირებდნენ. ანდრეა რადრიძანი იტალიელი ბიზნესმენია, რომელიც ინგლისურ კლუბში 2017 წელს მივიდა.

ტოტიმ რომაში 786 მატჩი ჩაატარა და 307 გოლი გაიტანა. ჩესკომ იტალიის ნაკრებთან ერთად 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა.

კომენტარები

ბოლო ამბები