Thumbnail

ტრანსფერი | ყველაზე ძვირფასი ბერძენი ისტორიაში - მანოლასი ნაპოლიში გადავიდა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ნაპოლიმ რომას მცველი შეიძინა
  • კოსტას მანოლასის ფასი 36 მილიონი ევროა

ნიჭიერი მარცხენა მცველის, ლუკა პელეგრინის შემდეგ (იუვენტუსში გადავიდა), რომამ კიდევ ერთი მცველი დაკარგა. 28 წლის ბერძენი მცველი კოსტას მანოლასი კარიერას ნაპოლიში გააგრძელებს.

იტალიური სპორტული მედიის ინფორმაციით, ნეაპოლელები ‘ჯალორისის’ ჯამში 36 მილიონ ევროს გადაუხდიან - სწორედ ეს თანხაა ჩაწერილი მანოლასის რომაულ კონტრაქტში. 

მანოლასი, რომლის აგენტი ცნობილი მინო რაიოლაა, რომაში 2014 წელს, ოლიმპიაკოსიდან გადავიდა და ბერძნულმა კლუბმა მაშინ 15 მილიონი ევრო მიიღო. ცენტრალურმა მცველმა, რომელსაც საბერძნეთის ნაკრებში 40 მატჩი აქვს ჩატარებული, მას მერე რომაში 206 თამაში გამართა.

ტრანსფერის შედეგად, კოსტას მანოლასი ყველა დროის ყველაზე ძვირფასი ბერძენი ფეხბურთელი გახდა. რეკორდი აქამდე პანაგიოტის რეცოსს ეკუთვნოდა, რომლის სანაცვლოდ ლევერკუზენმა 2 წლის წინ 17,5 მილიონი ევრო გადაიხადა.

კომენტარები

ბოლო ამბები