Thumbnail

დე როსი ბოკა ხუნიორსს უახლოვდება! არგენტინელებს ტრანსფერში ბურდისო ეხმარება

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • დანიელე დე როსიმ რომა 18-წლიანი კარიერის შემდეგ დატოვა
  • ბოკა ხუნიორსი დანიელეს 8-თვიან კონტრაქტს სთავაზობს

საფეხბურთო სამყაროსთვის სიურპრიზი აღმოჩნდა დანიელე დე როსის განცხადება, რომ იგი 2018/19 წლების სეზონის დასრულების შემდეგ, რომას დატოვებდა. 35 წლის იტალიელმა მთელი თავისი კარიერა იტალიის დედაქალაქში გაატარა. მან 18-წლიანი რომაული კარიერის გაგრძელება აღარ გადაწყვიტა და ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე უარი განაცხადა.

რომას ორი ლეგენდა: ფრანჩესკო ტოტი და დანიელე დე როსი

მალევე, მისით სხვა იტალიური კლუბები დაინტერესდნენ. მედიის ინფორმაციით, ფავორიტი ფლორენციის ფიორენტინა იყო, მაგრამ შეთანხმება არ შედგა. ახალი ინფორმაციით, დე როსის კარიერა, შესაძლოა, განსხვავებული კუთხით წარიმართოს. ჯანლუკა დი მარციოს თქმით, არგენტინული ბოკა ხუნიორსი ახლოსაა დანიელეს გადაბირებასთან - იტალიელი ვეტერანი ბოკასთან 8-თვიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

წაიკითხებოლო რომაელი ჯარისკაცი - სანდო, ერთგული, თავდაუზოგავი კაცი

ბოკამ ტრანსფერში დე როსის ყოფილი თანაგუნდელი ნიკოლას ბურდისო ჩართო, რომელიც ამჟამად არგენტინულ კლუბში მუშაობს. ბოკაში იმედოვნებენ, რომ ნიკოლასის დახმარებით, მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება.

დანიელემ 18-წლიან რომაულ კარიერაში იტალიის თასი 2-ჯერ მოიგო, ხოლო ერთხელ იტალიის სუპერთასსაც დაეუფლა. 2006 წელს ის გერმანიაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

კომენტარები

ბოლო ამბები