Thumbnail
  • ქართული ლეგიონის ნაწილმა მისამართი გამოიცვალა.
  • მრავალი ცვლილების მიუხედავად, ეს ის არ არის, რასაც ველოდით.

იანვრის სატრანსფერო სეზონში ხმაურიანი ქართული ტრანსფერი არ მომხდარა. არადა, გარკვეული მოლოდინი იყო, რომელიც ევროპულ მედიაში გავრცელებულ ხმებს უკავშირდებოდა.

ეროვნული ნაკრების მცველ საბა კვერკველიას თავიდან ვესტ ბრომვიჩ ალბიონსა და ლესტერ სიტის უკავშირებდნენ, შემდეგ კი გაიჟღერა ევერტონმა და ვესტ ჰემმაც, ბოლოს კი მანჩესტერ სიტიმაც! თითქოს, გვარდიოლას ქართველი ცენტრალური მცველი ურჩიეს.

ასევე ინგლისს უკავშირებდნენ გენტის 18 წლის ტალანტა გიორგი ჩაკვეტაძეს. დაიწერა, რომ მისით ტოტენჰემი და ბორნმუთი დაინტერესდნენ. ამ ეტაპზე კვერკველია მოსკოვის ლოკომოტივში, ხოლო ჩაკვეტაძე გენტში რჩებიან. 

საბა კვერკველია ჯერჯერობით ლოკომოტივში რჩება

პოლონური პლოცკის ნახევარმცველი გიორგი მერებაშვილი, ერთ-ერთ არაბულ კლუბს ან MLS-ს დააკავშირეს, თუმცა ამ ეტაპზე მერებაშვილიც პოლონურ კლუბში რჩება.

► BREAKING: კვერკველია პრემიერლიგაში მიდის?

► BREAKING: გიორგი ჩაკვეტაძეში ტოტენჰემი და ბორნმუთი 6 მილიონ ევროს იხდიან?!

ეროვნული ლიგიდან

ნიკა სანდოხაძე კარპატიში ითამაშებს

ლეგიონერთა რიცხვი ბუნებრივად იზრდება ეროვნული ლიგის ხარჯზე. ლოგიკურია, რომ აქ თავგამოჩენილი ფეხბურთელი უკეთეს ჩემპიონატში გადავიდეს. ასე რომ, გასაკვირი არ არის, რომ ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა ირაკლი სიხარულიძემ საქართველო დატოვა და ევროპას მიაშურა, თუმცა უკეთესის მოლოდინი აქაც იყო - სიხარულიძე კარიერას ჩეხურ სლოვაცკოში გააგრძელებს. 

საბურთალოს 24 წლის ნახევარმცველი ლაშა შინდაგორიძე უნგრეთში, "ქართულ" ბალმაზივაროშში გადავიდა. 

ეროვნული ლიგიდან გავარდნილი ბათუმის დინამო 19 წლის ნიკა კვანტალიანს შეელია - ახალგაზრდა ფორვარდი პოლონეთის ექსტრაკლასას ტერმალიცაში იასპარეზებს, ეს შესანიშნავი შანსია მისთვის. 

სამტრედიამ უკრაინულ პრემიერლიგაში გაუშვა ტანმაღალი მცველი ნიკა სანდოხაძე, ის კარპატის ღირსებას დაიცავს. 

26 წლის სამტრედიელი გიული მანჯგალაძე აზერბაიჯანულ ქიაფაზში ითამაშებს. თბილისის ლოკომოტივის გამთამაშებელმა გიორგი გოროზიამ ბედი მალტაზე სცადა და იქაურ ჰიბერნიანსში გადავიდა.

29 წლის ირაკლი ძარია პირველად გახდა ლეგიონერი თავის კარიერაში, დილას ფეხბურთელი ალბანურ კუკესიში გადავიდა. 

სამტრედია კიდევ ერთმა ფეხბურთელმა დატოვა  ირანის ელიტური ლიგის სიაჰში გადავიდა ნიკა საბანაძე. სამტრედია დატოვა და ყაზახურ ჟეტისუში გადავიდა ლაშა კასრაძე. სამტრედიას მარჯვენა მცველი გიორგი მჭედლიშვილი ამიერიდან ხორვატიის მეორე ლიგის გუნდ გორიცას ღირსებას დაიცავს. 

ქუთაისის ტორპედოდან პოლონეთის პირველი ლიგის კლუბ პოდბესკიძიეში გადავიდა გუგა ფალავანდიშვილი. 

ბათუმის დინამოდან უზბეკ ყიზილყუმში წავიდა ელგუჯა გრიგალაშვილი. 

19 წლის ნიკა კვანტალიანი ექსტრაკლასაში ითამაშებს

► ირაკლი სიხარულიძე კარიერას ჩეხეთში გააგრძელებს

► ქართველ პიკეს მეძახდნენ - ნიკა სანდოხაძე ლვოვის კარპატიში გადავიდა

დაბრუნება ეროვნულ ლიგაში

რომან ჭანტურია ლოკომოტივს 5-წლიანი პაუზის მერე უბრუნდება

დანიური ესბიერგის წევრი ბუდუ ზივზივაძე თბილისის დინამოში ითამაშებს. 

სიხარულიძე ლოკომოტივიდან წავიდა, თუმცა ევროპიდან კლუბმა შესანიშნავი შევსება მიიღო - პრატოდან დაბრუნებული რომან ჭანტურია ემპოლიმ ახლა ლოკომოტივში გაანათხოვრა. 

მათე ცინცაძე, რომელსაც პოგონში არ აეწყო კარიერა, სამშობლოში ითამაშებს, ის საგრძნობლად გაძლიერებულ რუსთავს კიდევ უფრო გააძლიერებს. 

► ახალი დინამოელი - ბუდუ ზივზივაძე ეროვნულ ლიგაში ბრუნდება

► ემპოლიდან ლოკომოტივში - რომან ჭანტურია იჯარით ეროვნულ ლიგაში ითამაშებს

კაპიტანი დასაქმდა

ნაკრების კაპიტნის, ჯაბა კანკავას უთამაშებლობა დასრულდა - მოლოდინი აქაც მეტის გვქონდა, მაგრამ არც ეს არის ურიგო ვარიანტი ამდენი ხნის განმავლობაში უთამაშებელი ფეხბურთელისთვის - იგი ყაზახეთში თანამემამულისა და ნაკრებში პარტნიორის, ნიკა კვეკვესკირის გვერდიგვერდ ყაზახურ ტობოლში ითამაშებს. 

ყაზახურ თემას გავაგრძელებს უმაღლესში გადასული ყიზილ-ჟარით, იქ ამიერიდან ვეტერანები გოგიტა გოგუა და შოთა გრიგალაშვილი ითამაშებენ. 

უკრაინის 21-წლამდელთა ნაკრებისა და ბეტისის ყოფილი ფეხბურთელი ბექა ვაჩიბერაძე სამშობლოს დაუბრუნდა - მან ქართული პასპორტი აიღო და კარიერას ლატვიურ რიგასში გააგრძელებს. 

ირაკლი სირბილაძემ ფინეთში კლუბი გამოიცვალა

სერია B-ს სპეციაში უთამაშებლად გატარებული პერიოდის შემდეგ თამაშის შანსი მიეცა ირაკლი შეყილაძეს, რომელიც სერია С-ს ლუკეზეში გაანათხოვრეს. 

24 წლის მარცხენა მცველი ოთარ ჯავაშვილი ერთი ბელორუსული კლუბიდან მეორეში გადაბარგდა, სლავიადან გომელში გადავიდა. 

ეროვნული ნაკრების ყოფილი ფორვარდი ირაკლი სირბილაძე კპვ-დან JIPPO-ში გადავიდა, რომელიც კაკონენ ლიგაში გამოდის ფინეთში. ეს რანგით მესამე დივიზიონია. 

რუმინულ პოლი ტიმიშოარაში გადავიდა აკაკი ხუბუტია.აშკელონის ჰაპოელში ითამაშებს ლადო დვალიშვილი. მორეირენშეში უთამაშებლობას თავი დააღწია ნაკრების გოლკიპერმა გიორგი მაკარიძემ, რომელიც სეზონის ბოლომდე რიუ ავეში ითამაშებს.

► გადაწყდა: ჯაბა კანკავა ტობოლში ითამაშებს

► ირაკლი შეყილაძე სერია C-ს კლუბში გაანათხოვრეს

უგუნდოდ დარჩნენ

ანჟიმ და ჯაბა ლიპარტიამ ერთობლივად გადაწყვიტეს, რომ კონტრაქტის გაწყვეტის დროა. ახლა შემტევი ნახევარმცველი უგუნდოა.

უგუნდოდ დარჩა გიორგი ილურიძე, რომელიც კრიზისში მყოფი ახნასიდან წამოვიდა.

ყაზახეთში ვერ მოეწყო ნაკრების ფეხბურთელი ბუბა დაუშვილი და ისევ უგუნდოა. 

უგუნდოდ არის დარჩენილი უჩა ლობჟანიძე, რომელსაც ასევე ნაკრების ფეხბურთელი ეთქმის. 

რუმინული იუვენტუსი დატოვა და უკლუბოდაა ერთ დროს იმედისმომცემი ფეხბურთელი ნიკა ძალამიძე, რომელსაც საუკეთესო დრო პოლონეთში გაუტარებია. 

► ჯაბა ლიპარტიამ და მახაჭყალის ანჟიმ კონტრაქტი გაწყვიტეს

► არცერთი ქართველი ირტიშში - შეთანხმება ვერც დაუშვილმა შეძლო და ვერც ხუბუტიამ

საუკეთესო ტრანსფერი

საუკეთესო ტრანსფერი ბოლოს შემოვინახეთ - სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 1 დღით ადრე შვეიცარიულმა ლუცერნმა 2020 წლამდე გაუფორმა ხელშეკრულება საქართველოს ნაკრების ნახევარმცველ ვაკო გვილიას, რომელიც ბატე-ში "თაროზე ჰყავდათ შემოდებული". 

ვაკოს კარიერის ევროპაში აწყობის შესანიშნავი შანსი მიეცა. 

► ტრანსფერი ევროპაში | ვაკო გვილია ლუცერნის ფეხბურთელია

კომენტარები

ბოლო ამბები