Thumbnail
  • ბრაზილიელი ფეხბურთელი შარშან რომაში მხოლოდ ერთი დღით გაჩერდა
  • მალკომმა ბარსელონაში იმედები ვერ გაამართლა და ზენიტში გადავიდა
  • რომა ბრაზილიელის ტრანსფერს ირონიულად გამოეხმაურა

ბრაზილიელი გარემარბი მალკომი კარიერას სანკტ პეტერბურგის ზენიტში გააგრძელებს. მისი ტრანსფერი რუსულ კლუბს 40 მილიონი ევრო (პლუს ბონუსები) დაუჯდა. მალკომის კარიერაში ზენიტი მე-5 გუნდი იქნება.

ბრაზილიელის ტრანსფერთან დაკავშირებული სკანდალი ბევრს ახსოვს. კორინთიანსში გაზრდილი მალკომი ბორდოში აღმოჩნდა, საიდანაც რომაში უნდა გადასულიყო, მაგრამ ფეხბურთელის წარდგენიდან ზუსტად ერთ დღეში, მან კარიერა ბარსელონაში გააგრძელა, სადაც იმედები ვერ გაამართლა და კარიერას ზენიტში აგრძელებს.

ზენიტის ვიდეოში ბრაზილიელის ''ერთდღიანი რომაული კარიერაც'' მოიხსენიეს. რომას ოფიციალური ტვიტერი ბრაზილიელის ტრანსფერს ირონიულად გამოეხმაურა: ''რომა ამაყობს, რომ ჩვენთან იყავი, მალკომ. ახლა შენი ტალანტით რუსეთის ლიგაში გამოიჩინე თავი. წარმატებები ზენიტში'' - წერს რომას ოფიციალური ტვიტერი.

კომენტარები

ბოლო ამბები