Thumbnail

ფედერერის სენსაციური მარცხი - როჯერმა 70-ე ჩოგან რუბლიოვთან წააგო

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • როჯერ ფედერერი ცინცინატის მასტერსს ნაადრევად დაემშვიდობა
  • შვეიცარიელი 1/8 ფინალში ანდრეი რუბლიოვთან დამარცხდა

ნიკოლოზ ბასილაშვილის დამარცხების შემდეგ (3 სეტში), რუსმა ანდრეი რუბლიოვმა, რომელიც მსოფლიოს 70-ე ჩოგანია, ცინატის მასტრსზე ჯერ სტენ ვავრინკას მოუგო, ახლა კი თვით როჯერ ფედერერიც დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც თანამემამულე დანიილ მედვედევს დაუპირისპირდება.

21 წლის რუსმა ჩოგბურთის შვეიცარიელი ლეგენდა, ყველასათვის მოულოდნელად, 2 სეტში, 6:3, 6:4 დაამარცხა.

“მან დღეს ძალიან კარგად ითამაშა. მაშინაც კი დიდი ბრძოლა მიწევდა, როცა მე ვუტევდი. ახლა რამდენიმე დღე დავისვენებ და ამერიკის ღია პირველობისთვის მოვემზადები. თავს კარგად ვგრძნობ და მიუხედავად შედეგისა, მიხარია, რომ ამ ტურნირში მონაწილეობა მივიღე,” - განაცხადა ფედერერმა მატჩის შემდეგ.

📺 ვიდეო: როჯერ ფედერერი 3:6, 4:6 ანდრეი რუბლიოვი (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები