Thumbnail

ტოტიმ სერია A-ს სამეული იწინასწარმეტყველა - რომა იქ არ არის

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ფრანჩესკო ტოტიმ სერია A-ს ახალი სეზონისადმი თავის მოლოდინზე ისაუბრა
  • რომას ლეგენდა საყვარელი კლუბისგან განსაკუთრებულ შედეგს არ ელოდება 

რომას ყოფილ კაპიტანს ფრანჩესკო ტოტის არ სჯერა, რომ დედაქალაქური გუნდი შეძლებს სერია A-ს ამ სეზონში სამეულში დამკვიდრებას.

რომაელთა ლეგენდა რომაში ბოლო დრომდე მენეჯერის თანამდებობას იკავებდა, მაგრამ ამ ზაფხულს ბოსებთან უთანხმოების გამო, კლუბს დაემშვიდობა. მიუხედავად ამისა, 42 წლის ტოტი აცხადებს, რომ კვლავაც რომას გულშემატკივრად რჩება, მაგრამ გუნდის წარმატების ნაკლებად სჯერა.

ფრანჩესკო ტოტი რომას ლეგენდა, რეკორდსმენი და 'სავიზიტო ბარათია'

"როგორც რომას გულშემატკივარს, იმედი მაქვს, რომ კლუბი სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში შეძლებს ისე გაძლიერებას, რომ უკიდურეს შემთხვევაში, ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად მაინც იბრძოლოს. 

ნეტავ ვცდებოდე, მაგრამ ფეხბურთში გატარებული 30 წელიწადის შემდეგ, რაღაცაში ალბათ ვერკვევი და ვფიქრობ, რომ ამ სეზონშიც მთავარი ძალა იუვენტუსი იქნება, რომელიც ძლიერია როგორც გუნდი და როგორც კლუბი. თუმცა, წელს ინტერი და ნაპოლიც გაძლიერდნენ და განსხვავებულ სეზონს ველოდები.

ჩემი აზრით, პირველი სამეული უკვე ცნობილია (იუვენტუსი, ნაპოლი და ინტერი). სამწუხაროდ, რომას შეუძლია მხოლოდ მეოთხე პოზიციისთვის იბრძოლოს. ასეთია რეალობა იმის გათვალისწინებით, რაც სეზონის დაწყებამდე ვნახეთ", - ამბობს ტოტი.

ფრანჩესკო ტოტიმ რომაში მთელი თავისი პროფესიონალური კარიერა გაატარა (1992-2017 წლებში), გუნდთან ერთად კი იტალიის ჩემპიონი და ორ-ორჯერ იტალიის თასისა და იტალიის სუპერთასის მფლობელი გახდა. კარიერის დასრულებისთანავე, ფრანჩესკომ კლუბის სტრუქტურაში მენეჯერის თანამდებობა მიიღო. 

რომამ, რომელსაც ამ სეზონში პორტუგალიელი პაულუ ფონსეკა წვრთნის, სერია A-ს პირველ ტურში შინ ჯენოასთან ფრედ ითამაშა (3:3), მეორე ტურში კი დერბი ლაციოსთან უწევს.

გამოკითხვა

ვინ გახდება იტალიის ჩემპიონი?

  • იუვენტუსი
  • ნაპოლი
  • ინტერი
  • მილანი
  • რომა
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები