Thumbnail

მწვანე სკუადრა აძურა - იტალიის ნაკრები უჩვეულო ფერის მაისურით ითამაშებს

  • იტალიის ფეხბურთელთა ნაკრებმა ახალი ფორმის კომპლექტი წამოადგინა
  • დიდი ხნის შემდეგ პირველად, სკუადრა აძურა მწვანე მაისურით ითამაშებს 

იტალიის ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ახალი ფორმის კომპლექტი წამოადგინა, რომელიც დიდი ხნის შემდეგ პირველად, ლურჯის ნაცვლად მწვანე იქნება. 

"სკუადრა აძურას" ახალი ფორმის ავტორებმა, აღორძინების ეპოქის გავლენით, ნაჭრის ფაქტურაზე მაშინდელი არქიტექტურის გრაფიკული ელემენტები დაატანეს. იტალიის ფეხბურთის ფედერაციაში კი განმარტავენ, რომ მაისურის ახალი ფერი ეროვნულ გუნდში თაობათა ცვლას გამოხატავს.

იტალიელებს მწვანე ფორმა ისტორიაში სულ ერთხელ ეცვათ - 1954 წელს, რომის ოლიმპიურ სტადიონზე, არგენტინის ნაკრებთან ჩატარებულ შეხვედრაში, რომელიც მასპინძლებმა ანგარიშით 2:0 მოიგეს. 

📷 | იტალიის ნაკრების ახალი ფორმა

📷 | იტალიის ნაკრების ახალი ფორმა

📷 | იტალიის ნაკრების ახალი ფორმა

📷 | იტალიის ნაკრების ახალი ფორმა

📷 | იტალიის ნაკრების ახალი ფორმა

რობერტო მანჩინის გუნდს ახალ, მწვანე ფორმაში 12 ოქტომბერს, საბერძნეთთან ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო შეხვედრაში ვიხილავთ. იტალიის ნაკრები J ჯგუფს 100%-იანი შედეგით, 6 მატჩში მოპოვებული 18 ქულით ლიდერობს. 

კომენტარები

ბოლო ამბები