Thumbnail
  • 12 ოქტომბერი | ⌚ 17:00 | ⚽ საქართველო V ირლანდია 
  • 15 ოქტომბერი | ⌚ 22:45 | ⚽ გიბრალტარი V საქართველო
  • საქართველოს ნაკრები შესარჩევი მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს
  • ბათუმის დინამოს მცველმა გიორგი ნავალოვსკიმ ინდივიდუალურად ივარჯიშა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ირლანდიის და გიბრალტარის ნაკრებებთან ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო შეხვედრებისთვის მზადებას განაგრძობს. თუკი შეკრების პირველ დღეს წვრთნაში მხოლოდ 14 ფეხბურთელი გახლდათ ჩართული, გუშინ ვარჯიშზე უკვე 21 მოთამაშე ვიხილეთ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდის ცნობით, დღეს, ეროვნულ ნაკრებში კიდევ ორ ფეხბურთელს ელიან. გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი გუნდს სწორედ 9 ოქტომბრიდან შეუერთდებიან.

საქართველოს ნაკრების წლის ბოლო საშინაო  მატჩისთვის მზადება კვლავ ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე მიმდინარეობს. გუშინდელი საწვრთნელი პროცესი ერთი საათი გაგრძელდა, ბათუმის დინამოს მცველმა გიორგი ნავალოვსკიმ კი ინდივიდუალურად ივარჯიშა.

საქართველოს ნაკრებს 9 ოქტომბერს დილის ვარჯიში აქვს დაგეგმილი. მოგვიანებით, ეროვნული ნაკრების წევრები თბილისის 157-ე საჯარო სკოლას ესტუმრებიან  და მოზარდ გულშემატკივართან ერთად საქართველო-ირლანდიის მატჩისადმი მიძღვნილ აქტივობაში ჩაერთვებიან.

თორნიკე ოქრიაშვილი და სოლომონ კვერკველია გუშინდელ ვარჯიშზე
📷 | საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი).
 

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი).
 

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი, რუსეთი), თორნიკე ოქრიაშვილი, მურთაზ დაუშვილი (ორივე ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ).
 

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი).

კომენტარები

ბოლო ამბები