Thumbnail
  • 12 ოქტომბერს საქართველოს ნარკები ევრო 2020-ს შესარჩევში ირლანდიას უმასპინძლებს
  • Sky Sports-ის ექსპერტი ჩარლი ნიკოლასი თბილისურ მატჩზე თავის ვარაუდს გამოთქვამს

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლში მორიგ მატჩს ირლანდიასთან ჩაატარებს. შეხვედრა თბილისში, "დინამო არენაზე" 12 სექტემბერს გაიმართება.

წარსულში ცნობილი შოტლანდიელი ფეხბურთელი, ამჟამად Sky Sports-ის ექსპერტი ჩარლი ნიკოლასი მომავალ დაპირისპირებაზე თავის პროგნოზს აკეთებს. ნიკოლასის ვარაუდით, ვლადიმირ ვაისის გუნდი ანგარიშით 2:1 გაიმარჯვებს.

"ირლანდიის ნაკრებს წინ კიდევ ერთი მძიმე მატჩი ელის. მიკ მაკარტის მისაღები შედეგები აქვს, მაგრამ მის გუნდს გატანა უჭირს - ირლანდიელებმა შესარჩევი ციკლის ხუთიდან მხოლოდ ერთ მატჩში მოახერხეს ერთზე მეტი გოლის გატანა. ამავდროულად, ირლანდიის ნაკრებმა მხოლოდ ორჯერ გაუშვა - ეს შთამბეჭდავია. რიჩარდ კიო გუნდს ვერ ეხმარება და ვინ იქნება დაცვის ხაზში შეინ დაფის პარტნიორი? მართალია, მაკარტი თავისი შეგირდების შესაძლებლობისგან 100%-ს მიღებას ახერხებს, მაგრამ წინ ძალიან რთული მატჩი ელის", - ამბობს ჩარლი ნიკოლასი.

ვიაისის გუნდი დუბლინში გამართულ მატჩში მინიმალური ანგარიშით დამარცხდა

მეტი ამ თემაზე: PREVIEW | 9 წაგება 10 თამაშში - რა შანსი აქვს საქართველოს ირლანდიასთან

საქართველოს და ირლანდიის ნაკრებებს ერთმანეთთან ჯამში 10 შეხვედრა აქვთ ჩატარებული და აქედან 9-ჯერ გამარჯება მეტოქეს დარჩა, ერთი შეხვედრა კი ფრედ დასრულდა. 

ევრო 2020-ის შესარჩევ D ჯგუფში ჩატარებული 5 მატჩის შემდეგ, ვლადიმირ ვაისის გუნდს 4 ქულა აქვს და ცხრილში მე-4 ადგილზეა. ირლანდია 11 ქულით პირველ ადგილზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები