Thumbnail
  • 📅 12 ოქტომბერი | ⌚ 17:00 | ⚽ საქართველო V ირლანდია | 📺 I არხი
  • საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა

12 ოქტომბერს, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეექვსე შეხვედრას გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდი თბილისში, 'დინამო არენაზე' ირლანდიას დაუპირისპირდება. მატჩი 17:00 საათზე დაიწყება. საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.

ვლადიმირ ვაისი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი)

"ირლანდიელებს კარგი გუნდი ჰყავთ მაღალი დონის მწვრთნელით. მიკ მაკარტის გუნდი ორგანიზებულად იცავს თავს და საახიფათოა შეტევაში. ასეთი მატჩები დაგვეხმარება ერთა ლიგის შეხვედრებისთვის მომზადებაში.

მოხარული ვარ, რომ წამყვანი ფეხბურთელები ჯანმრთელად არიან, თუმცა გიორგი ქვილითაიას გუნდში სათამაშო პრაქტიკა აკლია. საბედნიეროდ, სხვა ფეხბურთლები კარგ ფორმაში არიან. დიდი იმედი მაქვს, რომ ირლანდიას მოვუგებთ და უსიამოვნო ტრადიციას დავარღვევთ. თუ ისე ვითამაშებთ, როგორც დანიასთან, ეს რეალურია. კარგია, რომ ოქრიაშვილი, ანანიძე და ყაზაიშვილი გუნდში არიან, რადგან ისინი ნაკრებისთვის დიდ ძალას წარმოადგენენ.

რთული სათქმელია, თუ რა იქნება მომავალში, მაგრამ ერთი რამ ცხადია: ველოდებით მარტს, როდესაც ერთა ლიგის მატჩები გვექნება. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი ქართული ფეხბურთისთვის. რაც შეეხება კონტრაქტს, ამ თემაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებთან წის ბოლოს ვისაუბრებ.

როგორ შევაფასებ ირლანდიის ნაკრებს? სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობენ. მათ მოცეკვავეებსაც კი შევადარებდი. თუმცა, არც ჩვენ გვყავს ცუდი გუნდი და ვნახოთ, ხვალ ვინ იცეკვებს".

კომენტარები

ბოლო ამბები