Thumbnail
  • საქართველოს ნაკრები ევრო 2020-ის შესარჩევში ირლანდიას უმასპინძლებს
  • მატჩის დაწყებამდე ცნობილი გახდა ვლადიმირ ვაისის სასტარტო 11-ეული

დღეს, საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის D ჯგუფში მეექვსე შეხვედრას ჩატარებს. ვლადიმირ ვაისის გუნდი თბილისში, "დინამო არენაზე" ირლანდიის ნაკრებს უმასპინძლებს. მატჩი 17:00 სთ-ზე დაიწყება და მის ტელეტრანსლაციას “პირველი არხი” წარმოადგენს.

ცნობილი გახდა ის შემადგენლობა, რომლითაც საქართველოს ნაკრები ირლანდიასთან თამაშს დაიწყებს. ვლადიმირ ვაისის სასტარტო 11-ეული ასე გამოიყურება:

საქართველოს ნაკრები (4-2-3-1): ლორია - კაკაბაძე, კაშია, გრიგალავა, ტაბიძე - კიტეიშვილი, კანკავა - ოქრიაშვილი, ანანიძე, ყაზაიშვილი - ქვილითაია.

სათადარიგოები: მაკარიძე, კუპატაძე, ნავალოვსკი, კვერკველია, ხოჭოლავა, დაუშვილი, აბურჯანია, ლობჟანიძე, ხარაიშვილი, შენგელია, ლობჯანიძე.

საქართველოს ნაკრებს შესარჩევ D ჯგუფში ჩატარებულ 5 მატჩში თითო მოგება და ფრე და 3 მარცხი აქვს. ვაისის გუნდს 4 ქულა აქვს და მე-4 ადგილზეა, ჯგუფს კი ირლანდია 11 ქულით ლიდერობს.

კომენტარები

ბოლო ამბები