Thumbnail
  • BBC Sport-ის შეფასებები
  • მატჩის საუკეთესო მოთამაშედ მეტ დოჰერტი აღიარეს

ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრები ირლანდიას 0:0 დაუზავდა და ორი ტურით ადრე ჯგუფიდან გასვლის თეორიული შანსიც დაკარგა. BBC Sport-მა ფეხბურთელები შეაფასა:

საქართველოს ნაკრებიდან ბრიტანულმა გამოცემამ თორნიკე ოქრიაშვილი გამოარჩია - 6.56 ბალი (10-ბალიანი სისტემით), ხოლო საერთოდ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ირლანდიელი მეტ დოჰერტი დაასახელა 7.40. გაგაცნობთ საქართველოს ნაკრების მოთამაშეთა შეფასებებს.

საქართველოს ნაკრები. BBC Sport-ის შეფასებით

6.56 - თორნიკე ოქრიაშვილი

6.24 - ლევან შენგელია

6.12 - გურამ კაშია

6.03 - გიორგი აბურჯანია

6.00 - ელგუჯა ლობჯანიძე

5.92 - ჯიმი ტაბიძე

5.90 - ვაკო ყაზაიშვილი

5.87 - ჯანო ანანიძე

5.83 - გია გრიგალავა

5.79 - ჯაბა კანკავა

5.76 - ოთარ კიტეიშვილი

5.57 - გიორგი ლორია

5.54 - გიორგი ქვილითაია

5.46 - ოთარ კაკაბაძე

ნაკრების საინტერესო ფაქტები

⚽ ირლანდიის ნაკრები ყველაზე მეტჯერ დაუმარცხებლად საქართველოს ეთამაშა - 11 (9 მოგება, 2 ფრე).

⚽ საქართველომ ბოლო 17 საკვალიფიკაციო მატჩიდან მხოლოდ 1 მოიგო, ისიც გიბრალტართან შინ (7 ფრე, 9 წაგება).

⚽ საქართველოს ნაკრებმა 14-ჯერ დაარტყა ირლანდიელთა კარისკენ, მაგრამ კარის ჩარჩოში ერთიც ვერ მოხვდა.

⚽ 2011 წლის მარტის შემდეგ პირველად, საქართველომ ზედიზედ სამ საშინაო საკვალიფიკაციო მატჩში არ გაუშვა გოლი. 

კომენტარები

ბოლო ამბები