Thumbnail
  • ნორვეგია 1:1 ესპანეთი
  • ესპანეთის ნაკრებმა მხოლოდ მე-7 ტურში დაკარგა ქულები

ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში F ჯგუფის ცენტრალური მატჩი ოსლოში გაიმართა, სადაც ნორვეგიის ნაკრებმა ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლა და 1:1 დაუზავდა. ესპანეთის ნაკრები 19 ქულით პირველ ადგილზეა, ნორვეგია კი 10 ქულით მე-4 ადგილზეა.

47-ე წუთზე სერხიო ბუსკეტსის პასით ანგარიში საულ ნიგესმა შორი მანძილიდან გახსნა. 92-ე წუთზე ნორვეგიელთა შეტევას კეპას უხეშობა და პენალტი მოყვა. ჯოშუა კინგმა ნორვეგიის ნაკრებს ქულა გადაურჩინა. 

ნორვეგია 1:1 ესპანეთი | საულის გოლი კინგმა გაქვითა

ნორვეგია 1:1 ესპანეთი | საულის გოლი კინგმა გაქვითა

Posted by Silk Sport on შაბათი, 12 ოქტომბერი, 2019

ნორვეგია 1:1 ესპანეთი

გოლები: 0:1 საულ ნიგესი (47), 1:1 კინგი (94-პენ)

ესპანეთი (4-3-3): კეპა - ხესუს ნავასი, ალბიოლი, სერხიო რამოსი, ბერნატი (88. ინიგო მარტინესი) - რუისი, ბუსკეტსი, საულ ნიგესი - როდრიგო, ოიარზაბალი (78. როდრი), სებალიოსი (64. კასორლა)

კომენტარები

ბოლო ამბები