Thumbnail

PREVIEW | სულშერი ოლდ ტრაფორდზე ლივერპულის შეჩერებას შეეცდება

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • 📅 20 ოქტომბერი  | ⌚ 19:30 | ⚽ მანჩესტერ იუნაიტედი V ლივერპული
  • "დაცვაში თამაში სოლიდურად გამოიყურება, მაგრამ წინ მეტი აქტიურობა გვმართებს"

პრემიერლიგის მეცხრე ტურის მატჩში ოლე გუნარ სულშერის მანჩესტერ იუნაიტედი ლივერპულს უმასპინძლებს და ცუდი ფორმის გამოსწორებას, პრინციპულ მეტოქესთან სახლში გამარჯვებით შეეცდება.

იუნაიტედს პრემიერლიგაში ბოლო 3 მატჩია არ მოუგია, 9 ქულა აქვს და ცხრილში მე-12 ადგილს იკავებს. ლივერპული 8-დან 8 გამარჯვებით ლიგას ლიდერობს და ტრაფორდს ფაროვიტის რანგში ეწვევა.

იურგენ კლოპმა მატჩამდე ფეხბურთელების კონდიციებზე ისაუბრა, გერმანელმა ჯოელ მატიპის, მოჰამედ სალაჰის და ალისონ ბეკერის კონდიციებზე ისაუბრა, რომელიც სეზონის პირველივე მატჩში დაიმტვრა.

იურგენ კლოპი: "სანაკრებო შესვენებიდან ყველა მოთამაშე ჯანმრთელი დაბრუნდა - ეს ძალიან კარგია, მაგრამ ალისონის, მატიპის და სალაჰის კონდიციები ბოლო ვაჯრიშებზე უნდა შევამოწმოთ, ჯერ გადაწყვეტილი არაფერია.

მატჩამდე ოლე გუნარ სულშემაც გააკეთა კომენტარი, რომელმაც აღნიშნა, რომ გუნდის დაცვაში თამაში დალაგდა და ახლა შეტევაში მეტი მომენტის შექმნაზე უნდა იზრუნონ.

ოლე გუნარ სულშერი: "მეტი მომენტი უნდა შევქმნათ, ვფიქრობ, დაცვაში თამაში სოლიდურად გამოიყურება, მაგრამ წინ მეტი აქტიურობა გვამრთებს. დიდი გუნდების თამაშს თუ შეხედავთ, უფრო მეტს რისკავენ, ვიდრე ჩვენ - ჩემი ვალია, რომ ბიჭები ამ დროს გავამხნევო და თავდაჯერება შევმატო."

საინტერესო ფაქტები

⚽ ლივერპულს შეუძლია პრემიერლიგაში ზედიზედ მოგებების რეკორდი გააუმჯობესოს, ტრაფორდზე გამარჯვების შემთხვევაში კლოპის გუნდი ზედიზედ მე-18 მატჩს მოიგებს.

⚽ რობერტო ფირმინოს წელს 4 გასვილით მატჩიდან, სამში გოლი აქვს გატანილი.

⚽ მარკუს რაშფორდის ანაგარიშზე ლივერპულის წინააღმდეგ 2 გოლიდა 2 ყვითელი ბარათია.

⚽ არბიტრი მარტინ ატკინსონის ყვითელი ბარათების საშუალო რაოდენობა წელს - 3.57 უდრის...

კომენტარები

ბოლო ამბები