Thumbnail

ეროვნული ლიგის 31-ე ტურის ბოლო მატჩი გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა, სადაც დილამ დინამო ბათუმს უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, 0:0 დამთავრდა. 31 ტურის შემდეგ, ბათუმელები 63 ქულით ლიდერობენ. მეორე ადგილზე დინამო თბილისია - 62 ქულით. მესამე პოზიციაზე კი საბურთალოა - 60 ქულით. გორში გამართული მატჩი მწვრთნელებმა: გია გეგუჩაძემ და გიორგი ნემსაძემ შეაფასეს.

გია გეგუჩაძე (დინამო ბათუმის მწვრთნელი)

“გამარჯვება გვსურდა, მაგრამ ძლიერ გუნდთან მოგვიწია თამაში. გორის დილას თავისი ამოცანები აქვს. გასაკვირი არ არის, რომ ძალიან დაძაბული მატჩი იყო. ორივე ტაიმის განმავლობაში ვფლობდით უპირატესობას, მაგრამ გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ. მეორე ტაიმში მეტი ვიმოძრავეთ, მომენტები შევქმენით, თუმცა გოლი დაგვაკლდა”.

ფლამარიონ ჯოვინოს მომენტი

გიორგი ნემსაძე (გორის დილას მწვრთნელი)

“ძალიან რთული თამაში იყო და სხვანაირს არც ველოდი, რადგან კარგად ვიცი გია გეგუჩაძის გუნდის ძალა და ხელწერა. მინდა მადლობა გადავუხადო ბიჭებს თავდადებისთვის, ხოლო გულშემატკივრებს - მხარდაჭერისთვის. გვქონდა ხარვეზები, მაგრამ როდესაც ასეთ ძლიერ გუნდს ეთამაშები, ეს მოსალოდნელია. დინამო ბათუმი ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია საქართველოში, თუ საუკეთესო არა. რაც შეგვეძლო, მაქსიმუმი გავაკეთეთ”.

📸 | გორის დილა 0:0 დინამო ბათუმი

📸 | გორის დილა 0:0 დინამო ბათუმი

📸 | გორის დილა 0:0 დინამო ბათუმი

📸 | გორის დილა 0:0 დინამო ბათუმი

📸 | გორის დილა 0:0 დინამო ბათუმი

📸 | გორის დილა 0:0 დინამო ბათუმი

📸 | გორის დილა 0:0 დინამო ბათუმი

📸 | გორის დილა 0:0 დინამო ბათუმი

📸 | გორის დილა 0:0 დინამო ბათუმი

📸 | გორის დილა 0:0 დინამო ბათუმი

📸 | გორის დილა 0:0 დინამო ბათუმი

📸 | გორის დილა 0:0 დინამო ბათუმი

📸 | გორის დილა 0:0 დინამო ბათუმი

📸 | გორის დილა 0:0 დინამო ბათუმი

📸 | გორის დილა 0:0 დინამო ბათუმი

კომენტარები

ბოლო ამბები