Thumbnail
  • 'ფრანს ფუტბოლმა' 'ოქროს ბურთის' 30 ნომინანტი დაასახელა
  • პირველად, წინა გამარჯვებული ნომინანტთა სიაშიც ვერ მოხვდა

France Football-მა "ოქროს ბურთისთვის" (Ballon d'Or) მებრძოლი 30-კაციანი სია გამოაქვეყნა. შეგახსენებთ, რომ ფრანგული საფეხბურთო ჟურნალი ამ პრესტიჟულ ჯილდოს გამარჯვებულს 1956 წლიდან მოყოლებული ასახელებს. 30-კაციანი "შორტლისტი" ჟურნალის რედაქტორების შემოქმედებაა. ახლა მსოფლიოს სპორტული ჟურნალისტები, რომლებიც  France Football-მა დაასახელა, ხმას მისცემენ თავიანთ რჩეულებს. 

ნომინანტები 5-კაციან ჯგუფებში არიან გადანაწილებულები, შემდეგ ეტაპზე თითოეული ჯგუფის გამარჯვებული გავა. გასულ სეზონში ლუკა მოდრიჩმა "ოქროს ბურთის" ნომინაციაში კრიშტიანო რონალდოსა და ლეო მესის 7-წლიანი "ორხელისუფლებიანობა" დაამხო. გასულ სეზონში მოდრიჩის ხორვატია მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა, ხორვატი ნახევარმცველის რეალმა კი ზედიზედ მესამედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. 30-კაციან სიაში შარშანდელი გამარჯვებული უბრალოდ არ არის!

შარშანდელი გამარჯვებული 30 ნომინანტს შორისაც ვერ მოხვდა

მედია თანხმდება, რომ ფინალური სამეული ფიფას ვარიანტს დაემთხვევა - მესი, რონალდო და ვირხილ ვან დეიკი. თუ ჰოლანდიელი გაიმარჯვებს, ის 2006 წლის მერე პირველი მცველი გახდება, ვინც "ოქროს ბურთს" მიიღებს. 13 წლის წინათ იტალიელმა ფაბიო კანავარომ გაიმარჯვა.

'ოქროს ბურთის' ნომინანტები

I ხუთეული: სადიო მანე, სერხიო აგუერო, ფრენკი დე იონგი, უგო ლორისი, დუშან ტადიჩი

II ხუთეული: კილიან მბაპე, ტრენს ალექსანდერ-არნოლდი, დონი ვან დე ბეეკი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი

III ხუთეული: კრიშტიანო რონალდო, ალისონი, მატეის დე ლიხტი, ქარიმ ბენზემა, ჟორჟინიო ვეინალდუმი

IV ხუთეული: ვირხილ ვან დეიკი, ბერნარდო სილვა, ჰეუნ-მინ სონი, რობერტ ლევანდოვსკი, რობერტო ფირმინო

V ხუთეული: ლიონელ მესი, რიად მაჰრეზი, კევინ დე ბრუინე, კალიდუ კულიბალი, ანტუან გრიზმანი

VI ხუთეული: მოჰამედ სალაჰი, ედენ აზარი, მარკინიოსი, რაჰიმ სტერლინგი, ჟოაო ფელიქსი.

კომენტარები

ბოლო ამბები