Thumbnail

ზაიონს ოპერაცია სჭირდება! სუპერტალანტის დებიუტი დიდი ხნით გადაიდო

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ნიუ ორლეანსის მსუბუქ ფორვარდს ოპერაცია სჭირდება
  • ზაიონ უილიამსონის დებიუტი NBA-ში მინიმუმ თვენახევრით გადაიდო

კალათბურთის სუპერტალანტი ზაიონ უილიამსონი NBA-ში თავის დებიუტს დიდხანს უნდა ელოდოს. ნიუ ორლეანს პელიკანსმა მოქმედ ჩემპიონ ტორონტო რეპტორსთან მატჩამდე ოფიციალურად დაადასტურა, რომ 19 წლის უილიამსონს მენისკის ოპერაცია სჭირდება. შესაბამისად, ზაიონი მინიმუმ 6 და მაქსიმუმ 8 კვირა ვერ ითამაშებს.

წაიკითხე NBA იწყება! ყველაფერი, რაც პლანეტის უძლიერესი ლიგის შესახებ უნდა იცოდეთ

შეგახსენებთ, რომ პელიკანსმა ზაიონი დრაფტზე პირველ ნომრად აიყვანა - მას უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებენ. NBA-ს პრესეზონში უილიამსონმა მოლოდინი გაამართლა: ახალი სეზონისთვის მოსამზადებელ პერიოდში მან 4 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ 23,3 ქულას და 6,5 მოხსნას აგროვებდა.

📋 მეტი ამ თემაზე:

კომენტარები

ბოლო ამბები