Thumbnail

3 დებიუტანტი იტალიის ნაკრებში - მანჩინიმ სკუადრა აძურას შემადგენლობა დაასახელა

  • იტალიის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ადგილი განაღდებული აქვს
  • რობერტო მანჩინიმ ნაკრებში რამდენიმე დებიუტანტი გამოიძახა

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ნოემბერში გასამართი სანაკრებო მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა. იტალიელმა მწვრთნელმა ნაკრებში სამ დებიუტანტს უხმო - ესენი არიან რიკარდო ორსოლინი, გაეტანო კასტროვილი და ანდრეა ჩისტანა.

მანჩინიმ ნაკრებში უდინეზეს ნახევარმცველი როლანდო მანდრაგორა და სასუოლოს შემტევი დომენიკო ბერარდიც გამოიძახა. 'სკუადრა აძურას' ემერსონ პალმიერიც დაუბრუნდა, რომელმაც ოქტომბერში სანაკრებო მატჩები ტრავმის გამო გამოტოვა.

იტალიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საგზური უკვე მოიპოვა. მანჩინის გუნდი ბოსნიასა და სომხეთს შეხვდება.

იტალიის ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: ჯანლუიჯი დონარუმა (მილანი), პიერლუიჯი გოლინი (ატალანტა), ალექს მერეტი (ნაპოლი), სალვატორე სირიგუ (ტორინო)

მცველები: ფრანჩესკო აჩერბი (ლაციო), კრისტიანო ბირაგი (ინტერი), ლეონარდო ბონუჩი (იუვენტუსი), ანდრეა ჩისტანა (ბრეშა), ჯოვანი დი ლორენცო (ნაპოლი), ემერსონ პალმიერი (ჩელსი), ალესანდრო ფლორენცი (რომა), არმანდო იცო (ტორინო), ჯანლუკა მანჩინი (რომა), ალესიო რომანიოლი (მილანი), ლეონარდო სპინაცოლა (რომა).

ნახევარმცველები: ნიკოლო ბარელა (ინტერი), გაეტანო კასტროვილი (ფიორენტინა), ჟორჟინიო (ჩელსი), როლანდო მანდრაგორა (უდინეზე), მარკო ვერატი (პსჟ), ნიკოლო ძანიოლო (რომა).

თავდამსხმელები: ანდრეა ბელოტი (ტორინო), დომენიკო ბერარდი (სასუოლო), ფედერიკო ბერნარდესკი (იუვენტუსი), სტეფან ელ შაარავი (შანხაი შენხუა), ჩირო იმობილე (ლაციო), ლორენცო ინსინიე (ნაპოლი), რიკარდო ორსოლინი (ბოლონია).

კომენტარები

ბოლო ამბები