Thumbnail

პრემიერლიგის მეთხუთმეტე ტურში ჟოზე მოურინიო თავისი ახალი გუნდით - ტოტენჰემ ჰოთსპურით 'ოლდ ტრაფორდზე' ბრუნდება და ძველი პუბლიკის წინაშე მოუწევს თამაში. როგორც იცით, ცოტა ხნის წინ, დენიელ ლევიმ ტოტენჰემ ჰოთსპურის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მაურისიო პოჩეტინო გაათავისუფლა და გუნდი ჟოზე მოურინიოს ჩააბარა.

ჟოზე იუნაიტედიდან წასვლის შემდეგ ტელევიზიაში მიმომხილველად მუშაობდა და როგორც თვითონ ამბობს, ფეხბურთის სხვა კუთხით დანახავმ ბევრ რამეზე აზრი შეაცვლევინა.

ჟოზე მოურინიო: "ველოდები პატივისცემას, იმ პატივისცემას, რასაც ყოველთვის ვგრძნობდი მანჩესტერელებისგან. აქ ადრეც დავბრუნდი, როგორც მიმომხილველი, მაგრამ ხვალ ვბრუნდები, როგორც მწვრთნელი, რომელიც მათი გუნდის დამარცხებას შეეცდება.

მოურინიოს მოსვლის შემდეგ ტოტენჰემმა 3 ეფექტური მატჩი ჩაატაარა, ბევრი გატანილი და ბევრი გაშვებული გოლით (3:2 v ვესტ ჰემი, 4:2 v ოლიმპიაკოსი, 3:2 ბორნმუთი).

თუმცა ჟოზესგან განსხვავებით, მის ყოფილ გუნდში რადიკალურად სხვა სიტუაციაა - იუნაიტედს 1988-89 წლების შემდეგ ასეთი ცუდი სტარტი არ ჰქონია - 14 ტურის შემდეგ, 18 ქულა და მე-9 ადგილი!

"ჟოზეს ყველა კარგად დახვდება, მან აქ თითქმის 3 წელიწადი იმუშავა, თასები მოიგო და დარწმუნებული ვარ - ფანები და კლუბის პერსონალი მას კარგად შეხვდებიან," - ამბობს სულშერი.

საინტერესო ფაქტები

⚽ 18 ქულა და მე-9 ადგილი, ეს იუნაიტედის ისტორიაში 1988-89 წლების სეზონის შემდეგ ყველაზე ცუდი სტარტია.

⚽ მარკუს რაშფორდი წელს იუნაიტედის ლიდერია, ინგლისელმა ბოლო 4 მატჩიდან ოთხივეში შეძლო გოლის გატანა.

⚽ ჰარი კეინმა წელს გასვლაზე გატანილი 4 გოლიდან, 3 პირველ ტაიმში გაიტანა.

⚽ ტოტენჰემის ბოლო 4 მატჩიდან, 3-ში გოლი მეორე ტაიმის დამატებით დროში გავიდა.

⚽ იუნაიტედმა სპურსის წინააღმდეგ ოლდ ტრაფორდზე გამართული 5 შეხვედრიდან, 4 მოიგო და 1-ში დამარცხდა.

კომენტარები

ბოლო ამბები