Thumbnail

ევერტონმა მწვრთნელი გაათავისუფლა - მარკო სილვას დერბიში მარცხი არ აპატიეს

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • მარკო სილვას სამწვრთნელო კარიერაში ევერტონი მესამე ინგლისური გუნდი იყო
  • იქამდე, 42 წლის პორტუგალიელი მწვრთნელი უოტფორდს და ჰალ სიტის წვრთნიდა

ინგლისური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ევერტონის ხელმღვანელებმა გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მარკო სილვა გაათავისუფლეს. 4 დეკემბერს, პრემიერლიგის მე-15 ტურში, ევერტონი ლივერულთან 2:5 დამარცხდა, რაც როგორც ჩანს, პორტუგალიელი მწვრთნელისთვის საბედისწერო გამოდგა.

ლივერპულულ დერბიში მარცხის შემდეგ, ევერტონი სატურნირო ცხრილში მე-18 პოზიციაზე დაეშვა, ეს კი გასავარდნი ზონაა. მარკო სილვას სამწვრთნელო კარიერაში ევერტონი მესამე ინგლისური გუნდი იყო. იქამდე, 42 წლის პორტუგალიელი მწვრთნელი უოტფორდს და ჰალ სიტის წვრთნიდა. სილვას გათავისუფლება ლივერპულურ კლუბს ოფიციალურად არ დაუდასტურებია, თუმცა ამ ინფორმაციას თითქმის ყველა პრესტიჟული ბრიტანული გამოცემა ერთხმად იუწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები