Thumbnail

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე საფრანგეთთან დაგეგმილ ტესტ-მატჩს გამოეხმაურა.

როგორც უკვე ვიუწყებოდით, ბორჯღალოსნები მრისხანე მეტოქეს 2020 წლის 7 ნოემბერს სენტ ეტიენი ეთამაშებიან და ეს, ამ გუნდების მხოლოდ მე-2 შეხვედრა იქნება.

საქართველოსა და საფრანგეთის ნაკრებების პირველი მატჩი 2007 წლის მსოფლიო თასზე მარსელში გაიმართა და მასპინძლებმა 64:7 მოიგეს.

საფრანგეთი v საქართელო 2020

2020 წლის ნოემბრის პირველივე მატჩში #ბორჯღალოსნები საფრანგეთს ერკინებიან 💪 🏉 🇫🇷 საფრანგეთი v საქართველო 🇬🇪 | 7/11/20, სენ ეტიენი Looking forward to November 2020 as The Lelos will play Autumn International opener against France Rugby in Saint-Etienne 🏉 🇫🇷 France v Georgia 🇬🇪 | 7/11/20 #FRAvGEO #TheLelos #XVdeFrance #AutumnInternationals #რაგბიჩვენითამაშია

Posted by Georgian Rugby on შაბათი, 07 დეკემბერი, 2019

გოჩა სვანიძე: “დეკემბრის ბოლომდე, იანვრის დასაწყისში, გულშემატკივრებისთვის კიდევ რამდენიმე სიახლე გვექნება და გვსურდა, ყველა ამბავი ერთად მოგვეგროვებინა.

საფრანგეთთან ნოემბრის ტესტ-მატჩი, დაახლოებით იმავე პერიოდში დაიგეგმა, რა პერიოდშიც სამხრეთ აფრიკას შევუთანხმდით, თუმცა დასაზუსტებელი იყო რიცხვი და სტადიონი.

საფრანგეთში ძალიან ბევრი ქართველი ცხოვრობს, იქ ჩასვლა ყველა ქვეყნიდან იოლია და ვფიქრობ, ბორჯღალოსნების თამაშის ხილვის შესაძლებლობა ბევრ ქომაგს ექნება“.

კომენტარები

ბოლო ამბები